სულიწმიდით ნათლობა ღვთის სულის ნებით და არა კაცის


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 11 : 26 ; რიცხვნი 24 : 2 ; 1მეფეთა 19 : 20 ; იოანე 3 : 8 ; საქმენი მოციქულთა 2 : 4 ; საქმენი მოციქულთა 10 : 45 ; 1კორინთელთა 12 : 11 ;
1.10.17 სულიწმიდით ნათლობა ღვთის სულის ნებით და არა კაცის

- როგორც ნებავს სულიწმიდას ინ.3,8 საქ.2,4; 1კორ.12,10.11

- ამიტომაა, რომ სულიწმიდით ნათლობა ზოგჯერ წინ უსწრებს წყლით ნათლობას საქ.10,44-48

- კაცი ვერ გაიგებს, თუ ვისზე რატომ გადმოდის ის ან თუ სად იმყოფება რიცხ.11,26; 24,2; 1მფ.19,20 საქ,10,44-48

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 11
26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.

რიცხვნი 24
2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.

1მეფეთა 19
20. გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაქადაგდნენ.

იოანე 3
8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

საქმე მოციქულთა 2
4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმე მოციქულთა 10
44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
46 რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:
47 “ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”
48 უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.

1კორინთელთა 12
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.


1.10.17. Крещение Духом Святым по воле Его - не человека
Чис.11,26; 24,2; 1цар.19,20 Ин.3,8 Деян,2,4; 10,44-48; 1Кор.12,10.11