თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს


საკვანძო მუხლები:

მათე 11 : 20 ; მათე 13 : 54 ; მარკოზი 6 : 4 ; ლუკა 4 : 23 ; ლუკა 19 : 41 ; იოანე 1 : 10 ;
1.9.29 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს

მათ.11,20.21; 13,54-58 მარ.6,4 ლუკ.4,22-27; 19,41.42 იოან.1,11-13

ბიბლიის მუხლები

მათე 11
20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:
21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.

მათე 13
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.

მარკოზი 6
4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.

ლუკა 4
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.
25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.
26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.
27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.

იოანე 1
11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.

__თემაზე წერდნენ__
***
ქვეყნიერება ცოდვის სიბნელეშია და ამიტომ ღმერთის მიმართ მტრულად განწყობილმა, ვერ შესძლო მოსული ნათელის შეცნობა. მაგრამ ამ დროს დედამიწაზე იყო ხალხი, რომელიც ღმერთმა თავისთვის გამოარჩია; ესენი იყვნენ "თავისიანები". მაგრამ "თავისიანებმაც" უარი თქვეს მის მიღებაზე. იუდეველებმა ნათელთან მიმართებაში ისეთივე პოზიცია დაიკავეს, როგორიც ქვეყნიერებამ. ეს ფაქტი მოკლედაა დაწერილი, მაგრამ რაოდენ დიდი განცდაა გადმოცემული მასში! უფლის უარყოფა თავისი ხალხის მიერ რამხელა ტკივილი იყო მისთვის. -
ლუკა 19
41. როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
42. და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
მიუხედავად ამისა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მიიღო იგი:
იოანე 1
12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.

***
მეცხრე საუკუნეში ვიკინგები შეიჭრნენ ინგლისში. ერთალია ინგლისელები ვერ უმკლავდებოდნენ მათ და ქაოტურად გაურბოდნენ. გმირმა მეფე ალფრედმა შესძლო მათი ორგანიზება და ერთხანს წარმატებასაც მიაღწია მათთან ბრძოლაში, მაგრამ დადგა ისეთი დღეც, როცა მისი ჯარი დამარცხდა და მეფეს მოუწია დამალვა სომერსეტის საგრაფოში მწყემსი ულფრიკის ქოხში. ვიკიკინგების მთავარ გუტრუმს დიდი ჯილდო ჰქონდა დაწესებული მის თავში. მეფე იძულებული იყო ჩაეცვა მაწანწალის სამოსი და არავის ჩვენებოდა. მთელი დღეები იჯდა ქოხში და ფიქრში აწყობდა გეგმებს თუ როგორ შეეკრიბა ჯარი მტერთან საბრძოლველად. ულფრიკის ცოლს არ მოეწონა ეს უსაქმური ჩამოძენძილი კაცი და გადაწყვიტა მისი დასაქმება, ვიდრე ის ქოხის გარეთ რაღაცას გააკეთებდა, დაავალა გამოსაცხობად შედგმული ხმიადისთვის მიექცია ყურადღება და როცა გამოცხვებოდა ერთი მხარე, გადაებრუნებინა მეორე მხარეს. მეფე ფიქრებში გაერთო და ხმიადი დაიწვა. დამწვრის სუნზე ქალი შემოვარდა და ყვირილი დაუწყო, შე უსაქმურო და უვარგისო, ეს რა ჰქენიო. ამ დროს მობრუნდა ქოხში ულფრიკი და შეაჩერა ქალი, რა მოგივიდა, ვერ იცანი ჩვენი მეფე? ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდა ეს ამბავი, ის კი ვიცით, რომ ალფრედ დიდმა შემოიკრიბა დიდი ლაშქარი და ქვეყნიდან განდევნა ვიკინგები. ალბათ ქალი მთელი ცხოვრება გრძნობდა დიდ უხერხულობას მეფის წინაშე.
როდესაც იესომ დატოვა თავისი ზეციური სახლი და მოევლინა ქვეყნიერებას, ყველამ როდი იცნო ჩვილში ღმერთი. სასტუმროს პატრონმაც მოუხურა კარი. მისი ძმები და მეზობლები ხედავდნენ მასში ჩვეულებრივ ბიჭს. როცა იგი ახდენდა სასწაულებს, ბევრი ხედავდა მას, როგორც კარგ ადამიანს. მხოლოდ ზოგიერთებმა მიიღეს იგი როგორც ღმერთი: მწყემსებმა, აღმოსავლელმა მოგვებმა, მშობლებმა, მოწაფეებმა, ზოგიერთმა განკურნებულმა. აღიარა იგი რომაელმა ასისთავმა და მასთან ერთად ჯვარცმულმა ავაზაკმა.
იოანე 1
10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
უფალი არ მოსულა ქვეყნად სამეფო სამოსელით,
როგორც მას მრავალნი მოელოდნენ.
როგორს ელოდები შენ მას?
იფიქრე, ხომ შეიძლება ღმერთი დღესაც მოვიდეს ჩვენთან და ვერ ვიცნოთ?
ღმერთო, მადლობა შენ, რომ მოხვედი ჩვენთან იესოში. მადლობა შენ, უფალო, რომ იესოს სიტყვები ბიბლიაში, შენი სიტყვებია.


1.9.29 Пришел к своим, и свои Его не приняли
Матф.11,20.21; 13,54-58 Мар.6,4 Лук.4,22-27; 19,41.42 Ин.1,11-13