დარწმუნებული საკუთარ თავში - ღმერთზე დაუიმედებელი


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 14 : 42 ; 1მეფეთა 2 : 9 ; 1მეფეთა 4 : 5 ; 1მეფეთა 17 : 44 ; ფსალმუნები 9 : 26 ; 1იოანე 1 : 8 ; 1იოანე 2 : 4 ; 1კორინთელთა 10 : 12 ; 1კორინთელთა 13 : 11 ; გალატელთა 6 : 3 ; ებრაელთა 12 : 11 ; მეორე რჯული 32 : 27 ;
1.9.27 დარწმუნებული საკუთარ თავში - ღმერთზე დაუიმედებელი

მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებულობა ახასიათებს:
- ჯერაც ცოდვას დაქვემდებარებულს 1იოან.1,8-10
- ბალღურად მოაზროვნეს 1კორ.13,9-12
- მამისგან წვრთნის ჟამს მწუხარეს ებრ,12,5-11

ვისაც ჰგონია, რომ საკმარისად შეიცნო უფალი და მასთან იმყოფება, მაშინ უნდა ასრულებდეს მის საქმეებსაც 1იოან.2,4-6
- ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს გალ.6,3-5
- ჰგონია, რომ რაღაც გააკეთა თვითონ და არა უფალმა რჯ.32,27

ცრუ დარწმუნებულობა დაფუძნებულია სიჯიუტეზე რიცხ.14,40-45
- საკუთარ ძალაზე 1მფ.2,9 ფს.9,26; 1კორ.10,12
- სიამაყეზე 1მფ.17,43-45
- ცრუ დარწმუნებულობას, მხოლოდ ღვთის სიწმიდეებზე დაიმედებით ძახილს, რომ ჩვენთანაა ღმერთი, არ გვპატიობს მტერი 1მფ.4,5-11

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 14
40. ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: "მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”.
41. უთხრა მოსემ: "რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა.
42. ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე.
43. რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.
44. მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან.
45.ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.

მეორე რჯული 32
27. რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.

1მეფეთა 2
9. თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.

1მეფეთა 4
5. როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.
6. როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: "ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
7.შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან თქვეს: "ღმერთი მოვიდაო ბანაკში”. ამბობდნენ: "ვაი ჩვენ, რადგან არ მომხდარა ასეთი რამ არც გუშინ და არც გუშინწინ.
8. ვაი ჩვენ! ვინ დაგვიხსნის ამ ძლიერი ღმერთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, ეგვიპტელები რომ მოსრა უდაბნოში ყოველგვარი წყლულებით.
9. გაძლიერდით და ივაჟკაცეთ ფილისტიმელნო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც ისინი გვემონებოდნენ. ვაჟკაცურად დადექით და იბრძოლეთ!”
10. შეებრძოლნენ ფილისტიმელები და გაანადგურეს ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; ფრიად დიდი იყო მარცხი, ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
11. წაიღეს ღვთის კიდობანი; და დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი, ხოფნი და ფინხასი.

1მეფეთა 17
43. უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44. უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45. მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.

ფსალმუნი 9
26. თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.

1იოანე 1
8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
10. თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

1იოანე 2
4. ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
5. ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული; ამით ვიგებთ, რომ მასში ვართ.
6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

1კორინთელთა 10
12. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!

1კორინთელთა 13
9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
10. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
11. როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.
12. რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.

გალატელთა 6
3. ვინაიდან, ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს.
4. ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან.
5. რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.

ებრაელთა 12
5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: "შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
6. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.
7. წვრთნას გაუძელით, რადგან როგორც ძეებს, ისე გექცევათ ღმერთი. რომელ ძეს არ წვრთნის მამა?
8. ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რომელშიც ყველას უწევს გავლა, მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები.
9. თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10. ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი - ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
11. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.


___თემაზე წერდნენ__
***
ახალგაზრდობას მუდამ თავის იმედი აქვს და იშვიათად მიმართავს ღმერთს! ალბათ, ისიც მაშინ, როდესაც სული მას, ერთადერთს ესაუბრება.
__ იური რითხეუ __

=1.9.27 Уверенный в себе - не надеянный на Бога
Чис.14,40-45 Вт.32,27; 1цар.2,9; 4,5-11; 17,43-45 Пс.9,26; 1Ин.1,8-10; 2,4-6; 1Кор.10,12; 13,9-12 Гал.6,3-5 Евр.12,5-11