სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარში დირეს - ვერა


საკვანძო მუხლები:

მათე 7 : 3 ; ლუკა 6 : 41 ;
1.4.18 სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარში დირეს - ვერა

მათ.7,3-5 ლუკ.6,41.42

ბიბლიის მუხლები

მათე 7
3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.
5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

ლუკა 6
41. რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
42. ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

__თემაზე წერდნენ__
***
ბრალის გადაბრალება ევადან დაიწყოო.
__ ქართული ხალხური __

***
თვითონ ნაკლოვანებით სავსე და ღირსებას მოკლებული არსება, ნიადაგ სხვის ნაკლოვანების ძებნაშია. გმობს სხვას, რომ ამით თავისი სულის მწუხარება შეიმსუბუქოს.
__ მონტენი __

***
საკუთარი ნაკლოვანებები ზურგზე მოკიდებული ჩანთაა, რომელსაც ვერ ხედავ.
__ერაზმ როტერდამელი__

***
იგივე ნაკლი, რაც სხვებში მძიმედ და აუტანლად გვეჩვენება, ჩვენცა გვაქვს, მაგრამ თითქოს თავის სიმძიმის ცენტრშია მოთავსებული და ვერ ვგრძნობთ ვერც მის წონას და ვერც თვით მას. მავანი სხვაზე ჩივის, მის შემზარავ სურათს ხატავს და ვერ ამჩნევს, რომ საკუთარი თავი წარმოადგინა.
შევძლებდით სწრაფად გამოგვესწორებინა ჩვენი ნაკლი თუ გვეყოფოდა გამბედაობა ხმამაღლა გვეღიარებინა იგი და მერე დაგვენახა სხვებში. ამ შემთხვევაში მას თვალს გავუსწორებდით, დავინახავდით როგორიც არის და დამსახურებისდა მიხედვით შევიზიზღებდით.
__ლაბრუიერი__

***
კეთილგონიერებას აქვს ორი საყრდენი წერტილი: წარსული და მომავალი. ვისაც კარგი მეხსიერება დაჰყოლია და შორსმჭვრეტელია, არ გაქირდავს სხვებს იმის გამო, რაც შესაძლებელია თვითონაც ჩაუდენია. არც ბრალს დასდებს ვინმეს ისეთ საქციელში, რაც მსგავს პირობებში ერთ მშვენიერ დღეს იქნებ თავადაც ვერ აიცდინოს.
__ლაბრუიერი__

***
გეგონოს, რომ შენი სიწმინდე და ცოდვათა განტევება შენი დამოკიდებულია მოძღვრის კეთილ სახელზე.... აღსარებაზე სხვის მანკიერებას ახსენებდე და საკუთარს ხელს აფარებდე; როგორც ცოდვას, ისე ინანიებდე მწუხარებასა და მოთმინებას შენსას და კიდევ იმას, რომ ვერ მიგიღწევია გმირულ თვითგვემამდე; საიდუმლო შეთქმულებაში მონაწილეობდე ერთთან და მტრობდე მეორეს; აფასებდე მხოლოდ შენს თავს და შენს დამქაშებს; არრა გწამდეს, თვით სათნოებაც კი.... ეს გახლავთ ჩვენი დროის ღვთისმოშიშთა უზენაესი ფიქრი და აზრი.
__ლაბრუიერი__

***
მორალისტისათვის ყველაზე დიდი სიძნელე საკუთარი მორალის დაცვით ცხოვრებაა.
__ ანდრე მორუა __

***
ვინც მკვეთრად გამოთქვამს სხვათა მოქმედების უარყოფას, ამით თავს ივალდებულებს, რომ თვითონ უკეთესად იმოქმედოს.
__ ბელინსკი __

***
თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით,
ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.
__ ვაჟა-ფშაველა __

***
ადამიანები ერთმანეთის სინდისს სდარაჯობენ, თავისი კი აშვებული აქვთ. სხვის ცუდს კიჟინას დასცემენ, მალულად ან თავისდაშეუმჩნევლად თვითონაც სცოდავენ და ეს ცოდვად არ მიაჩნიათ.
__გიორგი შატბერაშვილი__

***
გამომჟღავნებულ და გამოუმჟღავნებელ ბოროტმოქმედებათა (ცოდვათა) საკითხი. - რაც ვიცით, იქნებ ის უფრო მცირეა, ვინემ რაც არ ვიცით.
ბოროტმოქმედებად ვთვლით მხოლოდ გამომჟღავნებულებს (ან დასჯილებს), ისინი კი, ვინც უფრო მოხერხებულები იყვნენ, ჩვენს შორის დადიან და ხშირად მოსამართლედაც გვევლინებიან.
პირველთ ცოდვილის სახელი მიაქვთ, მეორეთ - კეთილის... იმ ქვეყნად.
პირველთ ჩვენ ვსჯით.
მეორეთ - საკუთარი სინდისი (მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ და ვერ ვიგებთ).
__გიორგი შატბერაშვილი__

***
ჩაიხედე შენს გულში, შეუწონე საკუთარი ცოდვა და მადლი ჩემსას და მერე დამძრახე.
__გიორგი შატბერაშვილი__

***
ადამიანს უყვარს სიცილი სხვებზე.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
არიან ისეთი ადამიანები, რომელთა შეცვლა, გადაკეთება ან სრულყოფა გინდათ. ასეთებიც არიან, არა? ძალიან კარგი. მაგრამ . . . რატომ არ გვინდა დავიწყოთ საკუთარი თავით? წმიდა ეგოისტური თვალსაზრისითაც კი ეს გაცილებით უფრო სასარგებლო და ხელსაყრელია, ვიდრე სხვების გაკეთილშობილება.
__ დეილ კარნეგი __