ღვთისმსახურზე უნდა იყოს ღვთის სული


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 27 : 18 ; 2ნეშტთა 2 : 13 ; ესაია 50 : 10 ; იერემია 1 : 9 ; მათე 10 : 20 ; იოანე 6 : 63 ; იოანე 7 : 17 ; საქმენი მოციქულთა 19 : 13 ; 1პეტრე 4 : 11 ; 1კორინთელთა 12 : 1 ;
=4.6.6 ღვთისმსახურზე უნდა იყოს ღვთის სული

- ღმერთი მიგვითითებს თავისი სულით ვისზეცაა ღვთის სული და შესაბამისად მიღებული აქვს სულიერი ნიჭი რიცხ.27,18

- ნუ შეგვეშლება, სულიერ ნიჭად ნუ მივიღებთ ბუნებით ნიჭს (მოცეკვავეობა, მუსიკოსობა, მჭევრმეტყველობა, საკუთარ საქმის ოსტატობა), რაც ადამიანური სიბრძნითა და გამოცდილებითაა მიღებული 2ნეშ.2,13.14

- ნუ ვიქნებით უმეცარნი სულიერი ნიჭების გარჩევაში 1კორ.12,1

- ვინც უფლის სახელს ახსენებს ყველა როდია სულიერი, უფალს ვერავინ უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით 1კორ.12,2.3

- ღვთის სულის გარეშე სიტყვა ცარიელია, უაზროა, უბრალო სამეტყველო ერთეულია, შეიძლება დამანგრეველი იყოს და ზიანიც კი მოგაყენოთ, როგორც სკევას ვაჟებს დაემართათ როცა იესოს სახელი ახსენეს საქ.19,13-17

- ღმერთის სული კი სიტყვას სიცოცხლეს ანიჭებს და ხდება სული და სიცოცხლე ინ.6,63

- ღვთის სულს, როგორც უნდა და რაც თვითონ ნებავს იმ ნიჭს უბოძებს (სული წმიდის გარეშე შეუძლებელია ელაპარაკო ღმერთს, იქადაგო ან თქვა ამინი) და ყველა ეს ნიჭი ეკლესიაში ერთმანეთის სასიკეთოდ და ასაშენებლად გვაქვს 1პეტ.4,10.11; 1კორ.12,7-11

- ღმერთი თავისი მადლით გვაჯილდოებს ჩვენი მორჩილებისთვის და არა სიკარგისთვის, სიჭკვიანისთვის ან სიკეთისთვის. ქრისტიანი ისაა, ვინც თავისით კი არ ლაპარაკობს, არამედ ემორჩილება უფალს და ღმერთი უდებს ბაგეში თავის სიტყვას ეს.50,4 იერ.1,9 მათ.10,20 ინ.7,17

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 27
18. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.

2ნეშტთა 2
13. ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს - ხურამ-აბის,
14. დანელი ქალის ძეს, მამით ტვიროსელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეული და ლურჯი ნართების, სელის და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.

ესაია 50
4. უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.

იერემია 1
9. გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.

მათე 10
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.

იოანე 6
63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.

იოანე 7
17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.

საქმეები 19
13. იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14. ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე.
15. მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?
16. ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.
17. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.

1პეტრე 4
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1კორინთელთა 12
1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ.
2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.
3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.


__ვიდეოქადაგება თემაზე__
 თიბი ჯოშუა https://www.youtube.com/watch?v=jJbau9ie7DQ

4.6.6 Должен быть на служителе Дух Божий
Чис.27,18; 2Пар.2,13.14 Ис.50,4 Иер.1,9 Матф.10,2 Ин.6,63; 7,17 Деян.19,13-17; 1Пет.4,10.11; 1Кор.12,1-3.7-11