მიიღეთ უფლის ნათელი


საკვანძო მუხლები:

იობი 11 : 17 ; იობი 12 : 22 ; ესაია 9 : 2 ; ესაია 30 : 26 ; ესაია 58 : 8 ; მიქა 7 : 8 ; აბაკუმი 3 : 4 ; მათე 4 : 16 ; მათე 17 : 5 ; მარკოზი 1 : 20 ; იოანე 1 : 4 ; იოანე 8 : 32 ; საქმენი მოციქულთა 9 : 3 ; საქმენი მოციქულთა 22 : 9 ; რომაელთა 2 : 19 ; გამოცხადება 21 : 24 ;
1.2.31. მიიღეთ უფლის ნათელი

- ნაწინასწარმეტყველებია 700 წლით ადრე ქრისტემდე და აღსრულდა ეს.9,2 მათ.4,16; 17,5

- ნათელის შესახებ, რომელიც არის ქრისტე და ვინც ირწმუნა იგი იწოდა ღვთის შვილად ინ.1,9-14

- ქრისტეშია სიცოცხლე, და სიცოცხლეა ნათელი კაცთა ინ.1,4

- ნუ შეცდებით ღვთის მიერ მოვლინებულ ნათლის დამმოწმებელთა შემხედვარე, ნუ გააკერპებთ, ისინი არ არიან ნათელნი, არამედ მხოლოდ ქრისტეა ნათელი ინ.1,6-8

- ნათელი, რომელსაც ბნელი ვერ მოიცავს ინ.1,5

- ხალხები ივლიან მის ნათელში გმცხ.21,23-25

- იაკობი და იოანე მოხმობისთანავე გაყვნენ მას მარ.1,20

- მოციქულმა პავლემ სიბრმავე გადაიტანა მისი
ნათელისგან და მერე გაჰყვა საქ.9,3-6

- ხოლო ფარაონმა ის ვერც ვერასაოდეს იხილა და ვერც ისინი იხილავენ, ვინც იღუპებიან ქრისტეს გარეშე საქ.22,9

- ვერც თვითმრწმენნი, რომელთაც ჰგონიათ, რომ ნათელში დადიან რომ.2,19-22

- თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ... ბნელი დილასავით იქნება იობ.11,13-17; 12,22 ეს.30,26; 58,8 მიქ.7,8 აბაკ.3,4

- შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ ინ.8,32

ბიბლიის მუხლები

იობი 11
13. თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
14. თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,
15. მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.
16. რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ;
17. შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;

იობი 12
22. აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;

ესაია 9
2. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.

ესაია 30
26. მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს.

ესაია 58
8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

მიქა 7
8. ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!

აბაკუმი 3
4. მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.

მათე 4
16. ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.

მათე 17
5. სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.

მარკოზი 1
20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.

იოანე 1
4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.
8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.
9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.
12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

იოანე 8
32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ

საქმეები 9
3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.
4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
5. მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.

საქმეები 22
9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.

რომაელთა 2
19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,
20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.
21. კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?
22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?

გამოცხადება 21
23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.
25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.


1.2.31. Получайте свет Господен
Иов.11,13-17; 12,22 Ис.9,2; 30,26; 58,8 Мих.7,8 Авв.3,4 Матф.4,16; 17,5 Мар.1,20 Ин.1,4-14; 8,32 Деян.9,3-6; 22,3 Рим.2,19-22 Отк.21,23-25