ღვთის სიტყვა კურნებაა ჩვენი სხეულისთვის


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 15 : 26 ; მეორე რჯული 7 : 15 ; 2ნეშტთა 16 : 12 ; ფსალმუნები 29 : 3 ; ფსალმუნები 90 : 1 ; ფსალმუნები 102 : 3 ; ფსალმუნები 104 : 37 ; ფსალმუნები 106 : 20 ; იგავნი 4 : 22 ; ესაია 53 : 5 ; მარკოზი 4 : 23 ; მარკოზი 5 : 25 ; ლუკა 8 : 15 ; იოანე 3 : 16 ; საქმენი მოციქულთა 10 : 38 ; იაკობი 4 : 7 ; 1პეტრე 2 : 24 ; რომაელთა 4 : 19 ; 1კორინთელთა 3 : 16 ; 1კორინთელთა 6 : 19 ; 2კორინთელთა 4 : 18 ; ეფესელთა 1 : 19 ;
1.1.56 ღვთის სიტყვა კურნებაა ჩვენი სხეულისთვის

ღვთის სიტყვა წამალია, ჯანმრთელობაა, ლხინებაა ხორცისთვის, исцелительное лекарство - ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებში წერია იგავ.4,[22]

ფს. 106:20
„და მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი და იხსნა საფლავებიდან.“

ამ წამლის მიღებით, ღვთიური კანონების მიღებითა და დამორჩილებით ჭეშმარიტ განკურნებას ვიღებთ, რომელიც ღმერთმა ჯერ კიდევ 2000 წლის წინ გაგვიმზადა, როცა მოგვცა თავისი ერთადერთი ძე, რათა ვინც მას ვირწმუნებთ, არ დავიღუპოთ, არამედ გვქონდეს საუკუნო სიცოცხლე ეს. 53,5 იოან.3:16; 1პეტრ.2:24

როგორ აღწევს ეს წამალი ჩვენს შინაგანში?
საამისოდ ორი არხი გვაქვს, რომელთა მეშვეობით წამალი ჩვენ შიგნით შემოდის და თავის გამაჯანსაღებელ საქმეს აკეთებს. ესენია: თვალები და ყურები. რომელთაც ყური გვაქვს სასმენად და ვისმინთ მარკ.4:23

რომლებიც მოსმენილს კეთილსა და სუფთა გულში ვიმარხავთ და ნაყოფიც გამოგვაქვს მოთმინებით ლუკ. 8:15

რომელნიც ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი 2კორ.4,18

ექიმები კი გვეუბნებიან, რის ყურებასაც ღმერთი გვიკრძალავს. ისინი ამტკიცებენ, ახმოვანებენ, წერენ დიაგნოზს და საავადმყოფოს ბარათზე ბეჭედს ასვამენ. ავადმყოფობა წყევლაა. ნებისმიერი დაავადება ამ ქვეყნიერებისგან მოდის, რომელსაც სატანა მართავს. თუმცა ჩვენ ამ ქვეყნის არ ვართ, თუ ზეციდან ვიშვით და იესო ჩვენი უფალია, ვისი ჭრილობებითაც განვიკურნეთ 1პეტრ.2:24

სწავლულები სრულიად მართებულად აცხადებენ, რომ ჩვენს ორგანიზმს აქვს საკუთარი თავის დაცვისა და სნეულებების წინააღმდეგობის უნარი. თუმცა უკურნებელ სენს რომ წინ აღუდგეთ, უნდა გქონდეთ გამოცხადება იმის შესახებ თუ რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში ეფეს.1:19

მე ქრისტეს სხეულში ვარ. მასში ყოველგვარ უძლურებასა და ავადმყოფობაზე ვმაღლდები! ვერავინ გამიტაცებს მისი ხელიდან. ახალი ქმნილება ვარ ქრისტეში. ყოვლისშემძლე ღვთის შვილი ვარ და ვიცი მისი ნება ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როცა მწამს მისი, განკურნების მოსურნე ადამიანივით კი არა, არამედ უკვე განკურნებული ადამიანივით ვიქცევი. რასაკვირველია, წამლებსა და ექიმებზე უარის თქმას იმის დარწმუნება, გამოცხადება სჭირდება, რომ უფალი იესო ერთადერთია, ვინც დღეს სიმსივნისგან, შიდსისა და შიზოფრენიისგან კურნავს... როცა სამშვინველი (გონება) ეთანხმება ღვთის სიტყვას და უხილავის რწმენა მოქმედებას იწყებს, რომ განკურნება ახლა გვეკუთვნის. გარკვეული დროის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც პასუხობს ამ დარწმუნებას. სიტყვა ღვთიური წამალია და იმდენად მოიცავს მთელს სხეულს, რომ ხორცს ისხამს. ეს სასწაულია! და ეს პროცესია!
ნება მივცეთ განკურნების სიტყვას, როგორც მიქსტურას, რომ იქამდე იდინოს ჩვენში, სანამ გონება მას არ დაეთანხმება და მაშინ ჩვენი სხეულიც ჩვენივე აზროვნებას დაექვემდებარება. ყველა არ თანხმდება მას. ყველაზე ადვილად ამაზე ის ადამიანები მიდიან, რომლებზეც ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მღვდლებმა გულში პარაკლისი აუგეს: „ყოველივე ღვთის ნებაა“. მოსიყვარულე ახლობლებმა და ნათესავებმა მთელი ქონება მოახმარეს და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან... ისინი გახსნილი არიან მიუწვდომლისადმი. მკურნალობის ყველა შესაძლო ხერხი გამოიყენეს, მაგრამ სარგებლობა ვერ ნახეს მარ.5:25–29

ყველა დაავადების უკან სული დგას, დემონი. განკურნებით კი იესო გვკურნავს
საქმ. 10:38
„...სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დაიდოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.“

ღმერთი დღესაც ასრულებს თავის საქმეს სულიწმიდის მეშვეობით. ჩვენი საქმე კი მტკიცე რწმენით ეშმაკის წინააღდგომა გახლავთ.
იაკ. 4:7
„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.“

თქვენი სხეული სულიწმიდის სახლია.
1 კორ. 3:16,17
„16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?
17. თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.“
1 კორ. 6:19
„ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?“

ჩვენში ადგილი არ აქვს არავითარ სხვა სულს, თუ ჩვენ ნებას არ დავრთავთ. ნუ დავთანხმდებით რაიმე დიაგნოზს. ჩვენი სული ღვთის სიტყვით ვკვებოთ, გავმხნევდეთ რწმენით, რომ საჭირო დროს მტკიცე რწმენით წინააღმდეგობა შევძლოთ. სატანა ყურადღებით აკვირდება ჩვენს რეაქციას. ჩვენი რეაქცია კი ასეთი უნდა იყოს: „არ შევშინდები!“, „ის, ვინც ჩემშია, იმაზე დიდია, ვინც ქვეყნიერებაზეა“, „წყლული ვერ მიეკარება ჩემს კარავს!“

თალმუდი განკურნების მისაღებად 90–ე ფსალმუნის დღეში შვიდჯერ გამეორებას გვირჩევს. თუ ადამიანი 90–ე ფსალმუნს დღეში შვიდჯერ გაიმეორებდა, ყოვლისშემძლე ღვთისადმი რწმენის სული მის სამშვინველში აღწევდა. ეს კარგ წამლად ითვლებოდა სულისა და სხეულისთვის.“

როცა გონებას საკმარისად გამოვკვებავთ ღვთის სიტყვით, ჩვენი სხეული ამის შესახებ გაიგებს და განკურნებას მიიღებს. ის, იესო არის ჩვენი განკურნება. ის, იესო არის ღვთის სიტყვა და ჩვენი წამალი მთელი სხეულისთვის. მისი განმკურნებელი ძალის თანდასწრებით გამარჯვება მოდის.“

მე არ ვარ ტკივილგამაყუჩებლის წინააღმდეგი!
არც ექიმების წინააღმდეგი ვარ!
მე ვარ მომხრე, რომ გულისყური ღმერთზე გადავიტანოთ და მისი იმედი გქონდეს, რომელიც მკვდრებს აღადგენს .

გამოსვლის წიგნის მე–15 თავში განკურნების აღთქმას ვხედავთ, რომელიც ღმერთმა ისრაელ ერს დაუდო მეწამული ზღვის გადალახვის შემდეგ მერას წყლებთან მისვლისას გამ.15,26. ყოვლისშემძლე უფალმა ეს აღთქმა დადო, როგორც იაჰვე–რაფამ, რაც „მკურნალ უფალს“ ნიშნავს. ღვთის ერი მრავალი წლის განმავლობაში ამ აღთქმით ცხოვრობდა. ისრაელს საუკუნეების მანძილზე არ ჰყოლია ექიმები. მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები თუ მდაბიოები, მდიდრები თუ ღარიბები, მეფეები თუ მსახურები ცოცხალი და საუკუნო ღვთის იმედად იყვნენ. ბიბლიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა გვხვდება, როცა ადამიანმა ღმერთთან აღთქმა დაარღვია. ეს იყო ასა, იუდას მეფე. იგი ფეხების დაავადებით იტანჯებოდა. მან ღმერთს არ დაუჯერა და ექიმების ძიება დაიწყო და შედეგად მამებთან განისვენა.“
2 ნეშტ. 16:12,13
„12. თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.
13. და განისვენა ასამ თავის მამებთან და მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს.“

იფიქრეთ ამაზე ...
რჯ.7:15
აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
ფს. 104:37
„და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.“

ხმამაღლა ილოცეთ ჩემთან ერთად 
ფს.29:3
უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
ფს.102:3
. ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
რომ.4,19
19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;

ზეციერო მამა!
ჩემს გულს ვხსნი იმისთვის, რომ შენგან მივიღო განკურნების რეცეპტი. დაე, ჩემი გული შენი განმკურნებელი სიტყვების საცავი გახდეს და კეთილ საგანძურად იქცეს მთელი ჩემი ცხოვრებისთვის.
დამეხმარე, უფალო, რომ თანმიმდევრული ვიყო შენი სიტყვით კვებაში და არ დავარღვიო ის, რასაც მასწავლის. დამეხმარე, რომ იმედი შენზე დავდო, როგორც ჩემს პირად მკურნალზე. ყურს მივაპყრობ შენს სიტყვებს, რომ შენგან მოვისმინო ჩემი გამაჯანსაღებელი სიტყვა. იესოს სახელით!
ამინ!
__ირინა ბელოვა-სმორჟი, ვინც 2005-9 წლებში განიკურნა ღვთის სიტყვით სიმსივნისა და შიზოფრენიისგან facebook/განკურნება და სიცოცხლე - Georgia__