ვეძიებდეთ არა საკუთარ, არამედ სხვების სიამოვნებას, გახარებას


საკვანძო მუხლები:

რომაელთა 14 : 1 ; რომაელთა 15 : 1 ; 1კორინთელთა 4 : 10 ; 1კორინთელთა 9 : 19 ; 1კორინთელთა 10 : 24 ; 1კორინთელთა 12 : 25 ; 1კორინთელთა 13 : გალატელთა 6 : 2 ; ფილიპელთა 2 : 4 ; 1თესალონიკელთა 5 : 14 ;
=4.5.7. ვეძიებდეთ არა საკუთარ, არამედ სხვების სიამოვნებას, გახარებას, მათ გასაძლიერებლად, უძლურებიდან გამოსაყვანად

რომ.14,1.15,, 15,[1-3],, 1კორ.4,10,, 9,19-22,, 10,24.33,, 12,25,, 13,5 გალ.6,2 ფლპ.2,4-8,, 1თეს.5,14

ბიბლიის მუხლები

რომაელთა 14
1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ.
15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

რომაელთა 15
1. ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.

1კორინთელთა 4
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,

1კორინთელთა 9
19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.
21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.
22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.

1კორინთელთა 10
24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.
33. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.

1კორინთელთა 12
25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.

1კორინთელთა 13
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

გალატელთა 6
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ფილიპელთა 2
4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.

1თესალონიკელთა 5
14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.

---------------------------------
შოთა ორველაშვილის ნახატი


4.5.7. Ищите наслаждения, помогая и поддерживая ближнего своего
Матф.26,39.42 Ин.4,34 Рим.14,1.15,, 15,[1-3],, 1Кор.4,10,, 9,19-22,, 10,24.33,, 12,22-24,, 13,5 Гал.6,2 Флп.2,4-8,, 1Фес.5,14