პირველი სამოციქულო ეკლესიის საგალობლები

საკვანძო მუხლები:

კოლასელთა 1 : 15 ; 2ტიმოთე 2 : 11 ;
3.20.1. პირველი სამოციქულო ეკლესიის საგალობლები

კოლ.1,15-19 2ტიმ.2,11-13

__ციტატები საგალობლებიდან__

კოლასელთა 1
15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,
19. რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება,

2ტიმოთე 2
11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.
12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.
13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.

__თემაზე წერდნენ__
***
გაინტერესებთ როგორი იყო თაყვანისცემის მსახურება I საუკუნეში? მოციქულს მოჰყავს ციტატები საგალობლებიდან, რომლებიც ყველასთვის ცნობილი იყო იმ დროისთვის. ამით წერილის ავტორი თითქოს ეკითხება მკითხველს, "გახსოვს სიტყვები საგალობლისა თქვენთან რომ იგალობება?"
__რიკ რენიერი__