ლოცვა იარაღია, საჭურველია


საკვანძო მუხლები:

რომაელთა 13 : 12 ; 2კორინთელთა 6 : 7 ; 2კორინთელთა 10 : 4 ; ეფესელთა 6 : 11 ; 1თესალონიკელთა 5 : 8 ; სიბრძნე სოლომონისა 5 : 1 ;
=3.1.1 ლოცვა იარაღია, საჭურველია

სიბრ.5,17 რომ.13,12; 2კორ.6,7; 10,4 ეფ.6,[11.13.]18; 1თეს.5,8

ბიბლიის მუხლები

სიბრძნე სოლომონისა 5
17. აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.

რომაელთა 13
12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

2კორინთელთა 6
7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,

2კორინთელთა 10
4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.

ეფესელთა 6
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

1თესალონიკელთა 5
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.


3.1.1. Молитва - оружье
Прем.5,17 Рим.13,12; 2Кор.6,7; 10,4 Еф.6,[11.13.]18; 1Фес.5,8