2.11.5. იოანეს გამოცხადება - აპოკალიფსისი
(კანონიკური ბიბლიის 66-ე, ბოლო წიგნი)
გამოცხადების წიგნში 22 თავია და 404 მუხლი.
ავტორია იოანე მოციქული გმცხ.1,1.4.[9]; 22,8
შინაარსი:
- კაცის ძის ხილვა გმცხ.1,9-20
- გზავნილი ასიის შვიდი ეკლესიისადმი გმცხ.1,9 - 3,22
- შვიდი ბეჭედი და მოვლენები დედამიწაზე გმცხ.4,1 - 6,17
- ღვთის სამსჯავრო და შვიდი საყვირი გმცხ.7,1 - 9,21
- ყველაზე ბნელი საათი მსოფლიო ისტორიაში გმცხ.10,1 13,18
- ორი მხეცი გმცხ.13
- მსჯავრის შვიდი თასი გმცხ.14,1 - 16,21
- ბაბილონის დაცემა და არმაგედონი გმცხ.17,1 - 19,21
- კრავის ქორწილი გმცხ.19,6-10
- ათასწლოვანი მეფობა, ბოლო სამსჯავრო; ახალი იერუსალიმი და მარადისობა გმცხ.20,1 - 22,21
- მსჯავრი უკეთურებზე გმცხ.20,11-15
- ახალი ცა და მიწა გმცხ.21,1-8
- ახალი იერუსალიმი გმცხ.21,9 - 22,5
- ქრისტეს მეორედ მოსვლა გმცხ.22,6-21
მთელ გამოცხადების წიგნში 4 ხილვაა:
1. ქრისტე ეკლესიაში, რომ ქრისტე ცოცხალია
2. ქრისტე ზეცაში, როგორც გამომსყიდველი
3. ქრისტე გამარჯვებული, როგორც მხედარი
4. ქრისტე, რომელიც აგვირგვინებს ყველაფერს
__თემაზე წერდნენ__
***
... ჩვენს შორის იოანე, ერთერთი მოციქული, მისდამი მიცემული გამოცხადებით...
__ იუსტინე წამებული მე-2 ს.__
***
იოანეს გამოცხადების წიგნის ავტორობას ამტკიცებს ისიც, რომ ბევრი მსგავსი ტერმინია, რომლებიც ემთხვევა იოანეს სახარებას, როგორიცაა ლოგოსი, კრავი ღვთისა (გმცხ.5,6), ასევე სიტყვა "ალეფინოს" - ის, რაც ჭეშმარიტია, სიტყვა "ნიკოს" - გამარჯვებული, ზმნა "სკინოო" - ყოფნა, ბინადრობა, დამკვიდრება ერთად (სიტყვა გამომდინარეობს "კიდობანი"- დან) (ინ.1,14) ნაგულისხმევია ლოგოსის - სიტყვის დამკვიდრება დიდებაში - შეკინა. შეადარე გმცხ.21,3
__ Открытая Библия 1991__
***
გამოცხადება ზოგი ღვთისმეტყველის აზრით დაწერილია ნერონის დროს 70 წელს, მაგრამ ეს თარიღი არადამაჯერებელია, უფრო სავარაუდოა, რომ დაიწერა 81-96 წლებს შორის, რადგან შემდეგი იმპერატორი დომიციანი ქრისტიანებს ასახლებდა, ხოლო ნერონი ამას არ აკეთებდა.
__Открытая Библия 1991__
***
იმ აზრის მომხრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აპოკალიფსისი დაიწერა იერუსალემის დანგრევამდე, ეყრდნობიან აპოკალიფსისის მე-11 თავის პირველ მუხლებს, სადაც ლაპარაკია ჯერ კიდევ დაუნგრეველ იერუსალიმზე, რომელიც წარმართებს ჯერაც არ გაუთელავთ და სხვა. მაგრამ ასეთი არგუმენტაციები არადამაჯერებელია. ის, რომ იოანე არ ლაპარაკობს იერუსალემის დანგრევაზე, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დანგრეული არ ყოფილა. მას შეეძლო არ მოეხსენიებინა ეს ამბავი თუნდაც იმიტომ, რომ მისი მოხსენიების საბაბი არ ჰქონდა.
სხვა შეხედულებით, აპოკალიფისისი დაწერილია იერუსალიმის დანგრევის შემდეგ. ამ შეხედულების სასარგებლოდ მეტყველებს მცირე აზიის იმ შვიდი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მდგომარეობა, რომელსაც აპოკალიფსისის პირველ თავებში აღწერს იოანე. ამ ეკლესიათა ზნეობრივი მდგომარეობა შორსაა სიწმიდისა და სრულყოფილებისგან, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონოდათ პირველი საუკუნის სამოციან წლებამდე. იმ დროისთვის ამ ქრისტეანულ თემებს წმიდად უნდა ჰქონოდათ დაცული მოციქულ პავლეს გადმოცემები და მისი ეპისტოლეების მცნებები; მაშინ შეუძლებელი იყო ნიკოლაელთა მწვალებლობის განვითარების ის ხარისხიც, როგორც აღწერილია ეს აპოკალიფსისში. ეს მწვალებლობა გამოცხადებაში წარმოდგენილია როგორც უკვე განვითარებული სისტემა მიმდევართა ურიცხვი რაოდენობით (გამოცხ. 2:24).
იერუსალემის შედარება (გამოცხ. 11:8) ეგვიპტესთან და სოდომთან, რომლებიც უკვე დანგრეულნი და განადგურებულნი იყვნენ, მიგვანიშნებს, რომ იერუსალიმი, გამოცხადების დაწერის დროისთვის უკვე დანგრეული იყო.
დაბოლოს, კვირადღის დღესასწაულობა, რომელიც მოხსენიებულია გამოცხადებაში (გამოცხ. 1:10) ქრისტეანთა შორის უნდა დამკვიდრებულიყო მხოლოდ დომიციანეს მმართველობის დროისთვის, როდესაც ეკლესია უპირატესად წარმართებისგან მოქცეულ ქრისტეანთაგან შედგებოდა (იუდეველები, თავიანთი ჩვეულებისამებრ, ჯერ კიდევ წინადაიცვითებოდნენ და დღესასწაულობდნენ შაბათს - მთარგმნ.). სწორედ ამ დროიდან იჩენს თავს ის მტრობა იუდეველურ ჩვეულებათა მიმდევართა მხრიდან, რის გამოც დაიმსახურეს მათ სახელწოდება "სატანის სინაგოგა". აქვე შეგვიძლია დავიმოწმოთ ევსების მითითება იმის შესახებ, რომ ლაოდიკია 64 წელს სრულიად დაინგრა. ასეთ შემთხვევაში, როგორ შევათანხმოთ ეს ფაქტი აპოკალიფსისის მტკიცებასთან, სადაც ლაოდიკია გამოისახება, როგორც მდიდარი და აყვავებული ქალაქი (გამოცხ. 3:17)? ცხადია, დანგრევის შემდეგ გავიდა დიდი დრო და ქალაქი ისევ აყვავდა. აქედან ცხადი ხდება, რომ აპოკალიფსისი დაწერილია არა უადრეს დომიციანეს მმართველობისა. თუ არ მივიღებთ ამ მოსაზრებას, მაშინ თავიდან ვერ ავიცილებთ წინააღმდეგობას აპოკალიფსისის შინაარსსა და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეთა შინაარსს შორის, რომლებიც დაწერილია არა უადრეს 65-66 წლებისა. ორივესთან ლაპარაკია ერთი და იგივე მხარის ეკლესიებზე, ხოლო მათი სულიერი მდგომარეობა ძალზედ განსხვავებულია. ამიტომაც, სრულიად მისაღებია და საფუძვლიანი ის შეხედულება, რომ წმ. იოანემ თავისი გამოცხადება დაწერა კუნძულ პატმოსზე, სადაც ის გადაასახლეს დომიციანეს დროს 95 წლისთვის და საიდანაც გათავისუფლებულ იქნა იმპერატორ ნერვას დროს, 97 წელს.
***
გამოცხადების თემა. არის ერთადერთი წინასწარმეტყველური წიგნი ახალ აღთქმაში. აღწერილია სატანის გამალებული სწრაფვა ხელი შეუშალოს ქრისტეს დაამყაროს თავისი სამეფო და მმართველობა დედამიწაზე. წიგნი ნათლად აჩვენებს, რომ ეს ბრძოლა გასრულდება ბოროტი ძალების სრული მარცხით და ქრისტეს საუკუნო სამეფოს დამყარებით.
__Открытая Библия 1991__
2.11.5. Откровение Иоана - апокалипсис
Отк.1,1.4.[9]