აკვილა და პრისკილა


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 18 : 2 ; რომაელთა 16 : 3 ; 1კორინთელთა 16 : 19 ; 2ტიმოთე 4 : 19 ;
1.8.24. აკვილა და პრისკილა

- ებრაელი ცოლქმარი, ამზადებდნენ კარვებს საქ.18,2.3

- პავლე ცხოვრობდა მათთან საქ.18,3

- იყვნენ სირიაში საქ.18,18

- ცხოვრობდნენ ეფესში საქ.18,19

- აპოლისს უხსნიდნენ უფლის გზას საქ.18,24-26

- პავლე პატივს სცემდა ცოლქმარს რომ.16,3.4

- მოკითხვები 1კორ.16,19; 2ტიმ.4,19

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 18
2. სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ.
3. რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.
18. ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო.
19. ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.
24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,
25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.

რომაელთა 16
3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ,
4. რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც.

1კორინთელთა 16
19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.

2ტიმოთე 4
19. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი.