ირწმუნეს უშიშ რწმენის კაცთა ხილვის შემდეგ


საკვანძო მუხლები:

2კორინთელთა 8 : 2 ;
1.8.42. ირწმუნეს უშიშ რწმენის კაცთა ხილვის შემდეგ

2კორ.8,2

ბიბლიის მუხლები

2კორინთელთა 8
2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.

__თემაზე წერდნენ__
***
ვორკუტაში ომის შემდეგ ვაშენებდით შახტას. ჩვენს ბრიგადაში მუშაობდა ორი მორწმუნე. კვირაობით ეს ძმები უარს ამბობდნენ მუშაობაზე, რისთვისაც მათ ხშირად სცემდნენ. ისინი იყვნენ უკვე ბევრ ბანაკში და ისინი ამის გამო ყველგან მოიშორეს. არავის ისინი არ სურდა და აი ამ ბანაკის უფროსმაც გადაწყვიტა მათი მოცილება.
ერთ კვირა დღეს, როცა მორწმუნეებმა უარი თქვეს მუშაობაზე, პატიმრებმა დაინახეს, რომ დაცვას მოყვანილი ჰყავდა ორი ნაგაზის ნაცვლად ექვსი. ამასთან ისინი იყვნენ მშივრები. ციხის უფროსმა უბრძანა ძმებს გამოსულიყვნენ მწყობრიდან. პატიმრებს სუნთქვა შეეკრათ. ყველამ იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს.
ორივე ძმა გაუშვეს ტუნდრაში და შემდეგ მათ დაადევნეს ძაღლები. როცა ძმებს შემოესმათ, რომ მათკენ მოიჩქარიან კბილებმოკაწკაწე ძაღლები, შეჩერდნენ და შემობრუნდნენ ნაგაზებისკენ. გადაიჯვარედინეს მლოცველი ხელები და აღაპყრეს სახე ზეცისკენ.
ყველა მოელოდა, რომ რამდენიმე წამში მიეწეოდნენ ძაღლები ძმებს და დაფლეთდნენ. ბევრმა პატიმარმა აიფარა ხელები სახეზე.
მაგრამ რა ხდება?! მშიერი ძაღლები მოულოდნელად განილტვნენ მათგან და დაიწყეს მათ გარშემო სირბილი. შემდეგ მათი გაბოროტებული ყეფა გადაიზარდა მხიარულ ზრინვაში და დაიწყეს კუდების ქიცინი, მერე კი დაწვნენ ძმების ირგვლივ და დაუწყეს ფეხების ლოკვა. როცა ძაღლების ყეფა მინელდა პატიმრებს შემოგვესმა როგორ გალობდნენ ძმები რომელიღაც ქრისტიანულ საგალობელს. პატიმრებმა და ზოგმა ზედამხედველმა შიშით დაიწყო პირჯვრის წერა, ზოგი ტიროდა.
ფერწასული ციხის უფროსი სადღაც გაქრა. ბოლოს ერთმა მცველმა სტვენით მოუხმო ძაღლებს, ხოლო ძმებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ ბანაკში. „ამ მომენტში მე მივხვდი, - წერს მხილველი, - რომ არის ძალა, რომელიც ძლიერია ნებისმიერ მიწიერ ძალაზე. იმ დღეებშივე მრავალმა პატიმარმა ირწმუნა და მეც მათ შორის“.
__ იაკობ ლევენი __


1.8.42. Уверовали видевшие бесстрашных мужей веры
2Кор.8,2