ცნობილმა ადამიანებმა ირწმუნეს


საკვანძო მუხლები:

1.8.35. ცნობილმა ადამიანებმა ირწმუნეს

__თემაზე წერდნენ__
***
მე ქრისტიანი ვარ, მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთია ჩამოსული დედამიწაზე, მწამს, როგორც პასკალს, კოპერნიკს, ლაიბნიცს და სხვებს.
__კონეი__

***
[პასკალმაც და გოგოლმაც], მათი პირადი თვისებების, სულიერი წყობისა თუ გონებრივი ძალმოსილების მიუხედწვად, ერთი და იგივე გზა განვლეს. ერთმაც და მეორემაც სწრაფად მიაღწიეს დიდებას, რომელსაც ასე ვნებიანად მიელტვოდნენ, მაგრამ სახელის მოხვეჭისთანავე შეიცნეს მთელი ამაოება იმისა, რასაც ამ ქვეყნად ყველაზე დიად და ფასდაუდებელ სიკეთედ რაცხდნენ; შეიცნეს და შეძრწუნდნენ იმ საცთურის გამო, რომელსაც მანამდე ემონებოდნენ და თავიანთი სულის ძალა შესწირეს იმას, რომ ადამიანისთვის ეჩვენებინათ იმ ცთომის მთელი საშინელება, რომელსაც სწრაფად დააღწიეს თავი, და რაც უფრო დიადი იყო იმედგაცრუება, მით უფრო დაჟინებით ესახებოდათ იმნაირი მიზნის, ცხოვრების იმნაირი დანიშნულების აუცილებლობა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლიდა, ვერ შეარყევდა.
ესაა რწმენისადმი როგორც გოგოლის, ისე პასკალის ვნებიანი სიყვარულის მიზეზი, ამ მიზეზითვე აიხსნება ორივეს გულაცრუება ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ ადრე უკეთებიათ; რადგან ეს ყველაფერი დიდების მოსახვეჭად კეთდებოდა მხოლოდ. დიდებაც მოვიდა, მაგრამ მასში არა ეყარა რა, სიცრუის გარდა. არსებითია მხოლოდ ერთი, ერთადერთი რამ: ის, რაც არ იყო, ის, რასაც ამბობდა ამქვეყნიური დიდების ფუჭი სურვილი. საჭირო იყო მხოლოდ რწმენა, რომელიც აზრს ანიჭებს ამ მსწრაფლ წარმავალ ცხოვრებას და მტკიცე კალაპოტით წარმართავს მთელს მის ქმედითობას - და რწმენის აუცილებლობის, ისევე როგორც მის გარეშე არსებობის შეუძლებლობის ეს შეგნება ისერიგად აოგნებს ამნაირ ადამიანებს, რომ მათ არ შეუძლიათ არ უკვირდეთ: როგორ შეგვეძლო, ან როგორ შეუძლიაო, საერთოდ ხალხს რწმენის გარეშე ცხოვრება, რწმენისა, რომელიც ჩვენი სიცოცხლისა თუ სიკვდილის აზრს გვიხსნის და გვიცხადებს.
__ლევ ტოლსტოი__

***
პასკალის რწმენა სხვა არა არის რა, თუ არა უცნაური აგონია.
__სიული-პრუდომი__

***
მე მაშინებდა ჩემი ურწმუნოება (პასკალის კითხვისას), უფრო მეტად კი - მისი რწმენა; მე ჟრუანტელი მივლიდა ტანში და ჭირის ოფლს მასხამდა, როცა ის მიჩვენებდა ჩემი სკეპსისის მთელ სიბილწეს და მაინც, მე არ გავცვლიდი ჩემს შიშს მის შიშზე, დიახ, მის შიშზე, ვისაც ასე მხურვალედ სწამდა.
__ემილ ზოლა__

*** ჰაინრიხ ჰაინემ მთელი ცხოვრება გაატარა ურწმუნოებაში, დასცინოდა ყოველგვარ სიწმიდეს, შეუძლებელიც კი იყო წარმოგედგინა იმ კაცად, რომელსაც აღელვებს სულისა და უკვდავების საკითხები, რადგან ყოველთვის ხუმრობდა და განზე უვლიდა მათ. მაგრამ თავის ანდერძში ჰაინე ამბობს, რომ უკვე ორი წელია, რაც მიატოვა ყოველგვარი ფილოსოფია და კვდება ღმერთის რწმენით, სთხოვს მას პატიებას ბრიყვულად გატარებული ახალგაზრდობის გამო.
__ იაკობ ლევენი__

***
მე-19 ს-ის გენიალური ქირურგი და ანატომი ნ. პიროგოვი, ეჭვებითა და ურწმუნოებით გათანგული, განიცდიდა შინაგან მღელვარებას და ეძიებდა სულის სიმშვიდეს. თავის დღიურში იგი ამბობს:
„მე მესაჭიროებოდა უსაზღვროდ დიდი რწმენის იდეალი. და აი, მივმართე რა სახარებას, რომელიცნ მანამდე თვით არასოდეს წამეკითხა (არადა უკვე ვიყავი 38 წლის), ვპოვე ჩემთვის ეს იდეალი.“
მიიღო რა სახარებისგან სიმშვიდე და თანადგომა, პიროგოვი მთელი თავისი ცხოვრება ბავშვური მონდომებით ეკიდებოდა ახალი აღთქმისეულ მოძღვრებას.
__იაკობ ლევენი__

***
ღმერთის უარმყოფელი ინგლისელი ფილოსოფოსი პრისტლი სიცოცხლის ბოლოს შეუდგა სახარების კვლევას და ღრმად ირწმუნა მისი უკვდავი ჭეშმარიტებანი. სიკვდილის წინ მადლობა უთხრა ღმერთს სიცოცხლისთვის, რომელიც დაგვირგვინდა ქრისტეს შეცნობით და მიიცვალა ქრისტიანული საგალობლით.
__იაკობ ლევენი__

--------------
ბლეზ პასკალი