სხეულის გაპარსვა სიწმინდისთვის


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 14 : 8 ; რიცხვნი 6 : 9 ; რიცხვნი 8 : 7 ;
1.7.8. სხეულის გაპარსვა სიწმინდისთვის

ლევ. 14,[8.9]; რიცხ. 6,9; 8,[7]

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 14
8. განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.
9. მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

რიცხვნი 6
9. თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.

რიცხვნი 8
7. ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.