სულის ნაყოფია რწმენა


საკვანძო მუხლები:

1იოანე 4 : 13 ; 1იოანე 5 : 1 ; 1იოანე 5 : 1 ; რომაელთა 5 : 2 ; რომაელთა 6 : 22 ; 1კორინთელთა 2 : 5 ; 1კორინთელთა 13 : 7 ; გალატელთა 5 : 22 ; ეფესელთა 2 : 8 ; კოლასელთა 1 : 10 ; 1თესალონიკელთა 1 : 3 ; 2თესალონიკელთა 3 : 2 ; 1ტიმოთე 4 : 2 ;
1.3.39. სულის ნაყოფია რწმენა

1ინ.4,13-16; 5,1 რომ.5,2-5; 6,22; 1კორ.2,5; 13,7 გალ. 5,[22] ეფ.2,8.9 კოლ.1,10; 1თეს.1,3; 2თეს.3,2; 1ტიმ.4,2

ბიბლიის მუხლები

1იოანე 4
13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ.
14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად.
15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.
16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

1იოანეს 5
1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.

რომაელთა 5
2 რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.
3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,
4 მოთმინება - სიმტკიცეს, სიმტკიცე - სასოებას,
5 ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

რომაელთა 6
22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.

1კორინთელთა 2
5. რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

1კორინთელთა 13
7. [სიყვარული] ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

გალატელთა 5
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

ეფესელთა 2:
8. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის,
9. არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,

კოლასელთა 1
10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,

1თესალონიკელთა 1
3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე.

2თესალონიკელთა 3
2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.

1ტიმოთე 4
12. ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;

__თემაზე წერდნენ__
***
ღმერთის მიუწვდომლობა არის უძლიერესი მტკიცებულება მისი არსებობისა; უმაღლესი იდეა, როგორიც კი შეიძლება კაცს გააჩნდეს, უნდა განეკუთვნებოდეს ადამიანის სულის უმაღლეს თვისებას, არა გონებას, არამედ რწმენას.
__ვ.ჟუკოვსკი__