სულით ვიღებთ ღმერთს, შინაგანი და არა გარეგნული კაცის ცვლით


საკვანძო მუხლები:

1.3.31. სულით ვიღებთ ღმერთს, შინაგანი და არა გარეგნული კაცის ცვლით

__თემაზე წერდნენ__
***
სხეულს სული ანიჭებს სიცოცხლეს, სულს კი - ღმერთი. მაშასადამე, ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის სული ცხოვრობს, რომელშიც სულიერად მკვიდრობს შემოქმედი ღმერთი მადლის მიერ. __ნეტარი ავგუსტინე__

***
ღვთისმოშიშ მეწაღე ხალენბეკთან მივიდა ახალგაზრდა ხუცესი. საუბარში მეწაღემ უთხრა: „ბატონო ხუცესო, თქვენ თეოლოგიის სწავლა არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ღმერთის შვილად იქცეთ. თქვენ თქვენში უნდა მიიღოთ მაცხოვარი.“ ხუცესმა უპასუხა: „მე უკვე მყავს ჩემი მხსნელი. მივიღე და ჩემს სამლოცველო კუთხეშიც მიკიდია მისი ხატი...“ მოხუცმა ხალენბეკმა ასე მიუგო: „იმ კედელზე მაცხოვარი ძალიან მშვიდი და უშფოთველია, ხოლო როცა მას თქვენს გულში მიიღებთ, ის აამღვრევს და დაატრიალებს ყოველივეს“.
__ვილჰელმ ბუში__