სიყვარული სულის ნაყოფია


საკვანძო მუხლები:

1პეტრე 1 : 22 ; რომაელთა 5 : 5 ; რომაელთა 15 : 30 ; გალატელთა 5 : 22 ; კოლასელთა 1 : 4 ; 2ტიმოთე 1 : 7 ;
1.3.25. სიყვარული სულის ნაყოფია

1პეტ. 1,22 რომ. 5,5; 15,30 გალ. 5,22 კოლ. 1,4.[8]; 2ტიმ. 1,7

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 1
22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,

რომაელთა 5
5 ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

რომაელთა 15
30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.

გალატელთა 5
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

კოლასელთა 1
4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.

2ტიმოთე 1
7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.


__თემაზე წერდნენ__
***
ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
__ წმ. ანტონი დიდი __

***
სიყვარული არის რწმენის სუნთქვა.
__ იაკობ ლევენი __