ღვთის სიტყვა და მეცნიერება შეთანხმდებიან ბევრ რამეში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 1 ;
1.2.46. ღვთის სიტყვა და მეცნიერება შეთანხმდებიან ბევრ რამეში

__თემაზე წერდნენ__
***
[დეკარტს] ძალიან სურდა თავის ფილოსოფიაში უღმერთოდ გასულიყო ფონს, მაგრამ სამყაროს ასამოძრავებლად ღმერთს წკიპურტი მაინც აკვრევინა მისთვის. ეს იყო და ეს, ღმერთი აღარ დასჭირვებია.
__ ბლეზ პასკალი __

***
არის წიგნი, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი, ყველაფერი გადაწყვეტილია, რომლის შემდეგაც არაფერში არ გეპარება ეჭვი. ეს უკვდავი, წმიდა წიგნი, საუკუნო ჭეშმარიტების წიგნი, საუკუნო სიცოცხლის წიგნია სახარება. კაცობრიობის მთელი პროგრესი, მეცნიერების ყველა წარმატება განეკუთვნება მხოლოდ ღრმა შეჭრას ამ ღვთაებრივი წიგნის იდუმალ სიღრმეებში...
__ ვ. ბელინსკი __

***
როდესაც რელიგია და მეცნიერება აღიარებენ ღვთის რწმენას, პირველი ღმერთს აყენებს თავში, მეორე - აზრების ბოლოს. რელიგია და მეცნიერება არაფრით არ გამორიცხავენ ერთიმეორეს.
__ პლანკი __

***
ყველა მეცნიერული აღმოჩენა დაშვებულია ღმერთისგან ალბათ იმ მიზნით, რათა დამტკიცებულიყო ის ღვთაებრივი გამოცხადება, რომელიც მოცემულია ღმერთისგან ბიბლიაში.
__ ვ. ჰერშელი __

***
რამდენადაც მე ვაზროვნებდი და ვსწავლობდი, ამიტომაც დავრჩი ქრისტიანი ბრეტონელივით. და თუ მე უფრო მეტად ვიაზროვნებდი და გავყვებოდი მეცნიერებას, ვიქცეოდი ისეთ მორწმუნედ, როგორიცაა ბრეტონელი გლეხი.
__ ლუი პასტერი __

***
მეცნიერული ჭეშმარიტებანი განეკუთვნებიან ქრისტიანულ რელიგიას, როგორც ნაკადულები და მდინარეები - ოკეანეს.
__ მაიერი __

***
მეცნიერება ცოდნაა, ხოლო ღმერთი წყაროა ყოველგვარი ცოდნისა. როგორ შეიძლება ბიბლია განსხვავდებოდეს მეცნიერების თვალსაზრისისგან?
617-მა მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა მოაწერა ხელი მანიფესტს, რომელიც ინახება ოქსფორდის (ინგლისი) ბიბლიოთეკაში. ეს დოკუმენტი ამბობს, რომ უგუნურად იქცევიან ისინი, ვინც აყენებს მეცნიერებას ბიბლიის ოპოზიციაში, რომ დადგება დრო, როცა „ორივე აშკარად შეთანხმდებიან ყოველივეში უკანასკნელ წვრილმანამდე“.
__ იაკობ ლევენი __

***
საფუძველმოკლებული როდია ერთი მეცნიერის ნათქვამი: „მე მწამს ღმერთი და ბიბლია, იმიტომ რომ შეუძლიათ ამიხსნან ჩემგან გაცნობიერებული კოსმოსი და ჩემი მიწიერი ცხოვრების დანიშნულება უკეთ, ვიდრე ამას მიხსნიან ადამიანური ჰიპოთეზები, წინამძღვრები, თეორიები და პოსტულატები“.
__ იაკობ ლევენი __


1.2.46.Слово Божие и наука соглашаются во многом