რწმენა თუ არ გაქვს, ვერ გიჩვენებ მის სიტკბოს


საკვანძო მუხლები:

1.2.30 რწმენა თუ არ გაქვს, ვერ გიჩვენებ მის სიტკბოს

__თემაზე წერდნენ__
***
ბედნიერებას - თქვი უნაზესო, -
ამ ცრუ სოფელში ისევ მპირდები?!
ბედნიერება - ეს უღმერთო ყოფა კი არა,
უმსუბუქესი კვამლია ველთა. 
__ათანას ფეტი__

***
იყო ერთი დაბადებით ბრმა ბიჭი. მას გაუკეთეს ოპერაცია და როდესაც დაინახა მწვანე ბალახი, ლურჯი ზეცა და მოკაშკაშე მზე, წამოიძახა:
„დედა, რატომ არ მითხარი ქვეყანა ასე მშვენიერი თუ იყო?“
დედა ატირდა და უთხრა:
„მე ვცდილობდი შენთვის ამეხსნა, მაგრამ შენ ვერ შესძელი აღქმა.“
აღტაცებული ბიჭუნა საათობით ესიყვარულებოდა ღვთიურ სამყაროს.
ასე ემართება ყველას, ვისაც ეხსნება გულის თვალები. არ შეგვიძლია ავუხსნათ ის ბედნიერება, რომელიც მოდის ღვთის შეცნობითა და მასთან სიახლოვით. თუ შორს იქნებით მისგან, იქნებით საუკუნო ბნელში. სჯობს მიუახლოვდეთ და შეიძინოთ იგი. მიიღებთ ისეთ სიხარულს, რომელზეც არც კი გიოცნცნებიათ, რომელიც შეუძლებელი იყო აღეწერათ.
__იაკობ ლევენი__