კითხვის დროს გულისყურიანობისთვის


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 1 ;
1.1.47 კითხვის დროს გულისყურიანობისთვის

__თემაზე წერდნენ__
***
თუ რამეს წაიკითხავ, წაკითხულიდან შეითვისე მთავარი აზრი. ასე ვიქცევი მეც: რაც წავიკითხე, იქიდან უთუოდ რაღაცას აღვნიშნავ. მე არ ვთაკილობ ზოგჯერ მტრის ბანაკშიც შესვლას, არა ხიზანის, არამედ მზვერავის სახით.
__ სენეკა __

***
წიგნებს შორისაც შეიძლება მოხვდე კარგ და ცუდ საზოგადოებაში, როგორც ადამიანთა შორის.
__ ჰელვეციუსი __

***
უმჯობესია, საერთოდ არ იცოდე, ვიდრე ცუდად იცოდე ის, რაც იცი.
__ რაფაელი __

***
საღმრთო წერილი გონების მეცნიერება კი არ არის, არამედ გულისა. ის გასაგებია მხოლოდ გულმართალთათვის და სხვები მასში ვერ ჰპოვებენ ვერაფერს სიბნელის გარდა.
__პასკალი__

***
შექსპირმა თავის თხზულებათა ვერცხლის თასში ჩააწყო თავისი იდეების ოქროს ვაშლები; როცა ჩვენ, გერმანელები, ვიკვლევთ მის თხზულებათ, უმალ ხელთ ვიგდებთ ხოლმე ვერცხლის თასს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ოქროს ვაშლების მაგიერ თასში ჩავაწყოთ ჩვენი გერმანული კარტოფილი.
__გოეთე__

***
მწერლის ნაწარმოებებიდან უნდა დაიბეჭდოს მხოლოდ ის, რაც წაკითხვის ღირსია. ეს ბრძნული წესი იქამდე მიგვიყვანდა, რომ წიგნი ცოტა გამოვიდოდა, მკითხველს კი მეტი გემოვნება ექნებოდა.
__ ვოლტერი __

***
თანამედროვე ადამიანი ბიბლიოთეკების ჰიმალაების წინაშე იმ ოქროს მაძიებლის მდგომარეობაშია, რომელმაც ოქროს მარცვლები უნდა მოძებნოს ქვიშის მასაში.
__ ს. ვავილოვი __

***
მკითხველთა უმრავლესობა უყურადღებოდ კითხულობს. სამწუხაროა, მაგრამ ყოველი მეორე მკითხველი, რომელიც წიგნში საუკეთესო განზრახვით იხედება, უყურებს და ვერ ხედავს, ან უფრო ზუსტად, უყურებს, მაგრამ ხედავს არა იმას, რაც საჭიროა, ან მთლად იმას არა, ან სულ სხვა რამეს.
__ვლადიმერ ლევი__

***
რაც ყურადღების გარეშე გრჩება, ის არც შენ გითმობს დროს და შენს გარეშე რჩება.
__მირზა ბადიაური__