ღვთის სიტყვა უმაღლესი ზნეობრივი პრინციპების გამოცხადებაა


საკვანძო მუხლები:

მიქა 6 : 8 ; მათე 5 : 48 ; მათე 7 : 12 ; რომაელთა 7 : 12 ; 1კორინთელთა 6 : 19 ; ეფესელთა 4 : 31 ; ფილიპელთა 4 : 8 ; კოლასელთა 3 : 5 ;
1.1.43. ღვთის სიტყვა უმაღლესი ზნეობრივი პრინციპების გამოცხადებაა

მიქ.6,8 მათ.5,48; 7,12 რომ.7,12; 1კორ.6,19.20 ეფ.4,31 ფლპ.4,8 კოლ.3,5-7

ბიბლიის მუხლები

მიქა 6
8. განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

მათე 5
48. მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.

მათე 7
12. როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

რომაელთა 7
12. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

1კორინთელთა 6
19. ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
20. ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.

ეფესელთა 4
31. ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

ფილიპელთა 4
8. და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.

კოლასელთა 3
5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
6. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩობის ძეებზე.
7. ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით, როცა მათში ცხოვრობდით.

__თემაზე წერდნენ__
***
ცა ჩემში ქმნის ზნეობას.
__ კონფუცი __

***
კაცთა გონება შეიძლება განვითარდეს რამდენადაც გნებავთ, მაგრამ ქრისტიანობის ზნეობრივი და დიდებული კულტურის ზემოთ, როგორადაც იგია წარმოჩენილი ოთხთავში, ის ვერ წავა... მე ვთვლი ოთხთავს უეჭველად ჭეშმარიტად, რადგან მათში ვლინდება ქრისტეს პიროვნების სიდიადის ბრწყინვალების ანარეკლი ისეთ ფორმაში, როგორიც მხოლოდ ღვთაებას შეეძლო მოევლინა თავისი თავი დედამიწისთვის...
თუ მე მეკითხებიან, თანახმაა თუ არა ჩემი ნატურა მის წინაშე მოკრძალებით თაყვანისცემისთვის, ვპასუხობ: რა თქმა უნდა, მე თაყვანს ვცემ მას, როგორც უმაღლესი ზნეობრივი პრინციპის გამოცხადებას.
__ გოეთე __

***
მაოცებს ორი რამ ქვეყანაზე: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში.
__ ნიცშე __

***
როდესაც ჭეშმარიტება განმტკიცდება გულში, კისერი არ მიგვიბრუნდება ცდუნებისკენ. ღვთის სიტყვა ჩვენს შიგნით აკონტროლებს ჩვენს ქცევებს.
__ ბობ იანდიანი __