ბიბლია ყველაზე დევნილი წიგნია


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 1 ;
1.1.14. ბიბლია ყველაზე დევნილი წიგნია

მიუხედავად მასზე უზარმაზარი მოთხოვნილებისა და მისდამი დიდი თაყვანისცემისა, ბიბლია წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დევნილ წიგნს. ისტორიამ არ იცის მაგალითები, 2000 წლის განმავლობაში რომელიმე წიგნის მიმართ გამოცემულიყოს ამდენი კანონი, და რომელთა დამრღვევნიც დასჯილიყვნენ სიკვდილით. ცდილობდა რა შეეჩერებინა ქრისტიანობის გავრცელება, რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ 303 წელს ქრ.შობის შემდეგ გამოსცა ბრძანება სიკვდილით დასჯილიყო ყველა, ვინც კითხულობდა და ინახავდა წმიდა წერილის წიგნებს. არცთუ ისე განსხვავდებოდა წარმართი კეისრისგან იდეოლოგიური აზრები დიდი ფრანგული რევულუციის ლიდერებისა. გონიერების სამეფოს გამომცხადებელმა ფრანგული რესპუბლიკის მთავრობამ ომი გამოუცხადა "რელიგიურ ცრურწმენებს", და 1793 წელს გამოსცა დადგენილება ყველა ბიბლიის დაწვის შესახებ რამდენსაც იპოვიდნენ სახელმწიფოში, ამასთან სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ ან განედევნათ მათი მფლობელები, რომლებიც არ მოისურვებდნენ ღმერთის რწმენისგან განდგომას. ბრძანება მოქმედებდა ოთხი წელიწადი, მაგრამ 1797 -ში მთავრობა იძულებული შეიქმნა შეეჩერებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ზნეობრივმა დაცემამ საზოგადოებაში მიაღწია წარმოუდგენელ მასშტაბებს. ჰიტლერულ გერმანიაში და სსრკ-ში იყო აკრძალული მრავალი წიგნი, რომელთა შენახვა, გავრცელება და კითხვა ისჯებოდა. წიგნებს უკეთებდნენ კონსფისკაციას და ანადგურებდნენ, ავტორებს აპატიმრებდნენ და სჯიდნენ. მაგრამ დაეცა ტოტალიტარული რეჟიმები და წარსულს ჩაბარდა ყველა აკრძალვა. ბიბლიის დევნის პარადოქსი იმაშიც მდგომარეობს, რომ მას კრძალავდნენ არა მხოლოდ ქრისტიანობის მოწინააღმდეგეები, ასევე თვით ქრისტიანული ეკლესიაც! მაგალითად, ტულუზის კრება 1229 წელს სიკვდილით დასჯით დაემუქრა საერო პირებს ბიბლიის კითხვისთვის. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, 1244წელს, ტერაკონის კრებამ აუკრძალა ბიბლიის კითხვა ღვთისმსახურებსაც! იმ დროის ტიპიური მაგალითი გახლავთ ასეთი ამბავი: ერთმა კათოლიკე ეპისკოპოსმა გაანადგურა ცეცხლში დაწვით ბიბლიის გამოცემის მთელი ტირაჟი იმის შიშით, უბრალო ადამიანებს არ აღმოეჩინათ ოფიციალური ეკლესია რომ სცდება ღვთის სიტყვას. დღესაც არის რაღაც მსგავსი იმაში, მოძღვრის გარეშე კითხვა რომ არ არის წახალისებული და მრევლის უმეტესობა არ კითხულობს ღვთის სიტყვას.