ბიბლია მუდამ ახალი წიგნია


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 1 ;
1.1.13. ბიბლია მუდამ ახალი წიგნია

დრო მიქრის, იცვლება ყოველივე მზის ქვეშეთში. ის, რაც იყო ცნობილი და პოპულარული 10-15 წლის წინ, დღეს დაკარგული აქვს თავისი მნიშვნელობა. თითქმის ყოველდღე ჩნდება ინოვაციები, იმ დროს, როდესაც ყოველივე ძველი გადადის არაყოფიერში და იშლება კაცთა მეხსიერებიდან. თუმცა არსებობს ისეთი რამ, რასაც არ დაუკარგავს თავისი ფასეულობა და ავტორიტეტი ამ ქვეყანაზე. ეს წიგნი არსებობდა ათასეული წლების წინათ და მოაღწია ჩვენამდე იმ სახით, როგორიც იყო შექმნისას. წლებმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა ვერაფერი შეცვალეს მასში. ესაა წიგნი, რომელსაც ჰყავს დიადი ავტორი და ამ წიგნს უწოდებენ ბიბლიას.