კეთილად ვიდოდეს შენი სული ჭეშმარიტებაში


საკვანძო მუხლები:

მალაქია 2 : 6 ; 1იოანე 2 : 6 ; 2იოანე 1 : 4 ; 3იოანე 1 : 2 ; გალატელთა 2 : 14 ; ეფესელთა 5 : 2 ; 1თესალონიკელთა 2 : 19 ; 1თესალონიკელთა 3 : 6 ; ზაქარია 8 : 16 ;
=4.16.2. კეთილად ვიდოდეს შენი სული ჭეშმარიტებაში

ზაქ.8,16 მალ.2,6; 1ინ.2,6; 2ინ.1,[4],, 3ინ.1,[2].4 გალ.2,14 ეფ.5,2.8; 1თეს.2,19.20; 3,6-10

ბიბლიის მუხლები

ზაქარია 8
16. ესაა საქმენი, რაც უნდა აღასრულოთ - თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკეთ მოყვასს; ჭეშმარიტებითა და მშვიდობიანი სამართლით განიკითხეთ თქვენს კარიბჭეებში.

მალაქია 2
6. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.

1იოანე 2
6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.

2იოანე 1
4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.

3იოანე 1
2. საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილად გევლოს და კარგად იყო, როგორც კეთილად ვალს შენი სული.
3. რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.
4. რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.

გალატელთა 2
14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?

ეფესელთა 5
2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.

1თესალონიკელთა 2
19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?
20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

1თესალონიკელთა 3
6.მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ - თქვენი;
7.ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით.
8.რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
9.რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღვერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით?
10.დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება.

---------------------------
სურათზე: იოანე მახარებელი

4.16.2. Да преуспевает душа твоя в истине
Зах.8,16 Мал.2,6; 1Ин.2,6; 2Ин.1,[4],, 3Ин.1,[2].4 Гал.2,14 Еф.5,2.8; 1Фес.2,19.20; 3,6-10