ქადაგება არა ურთიერთჯიბრით, შურით, პირმოთნეობით, არამედ სიყვარულითა და კეთილგანწყობით


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 4 : 29 ; ფილიპელთა 1 : 15 ; კოლასელთა 3 : 23 ;
=4.12.5. ქადაგება არა ურთიერთჯიბრით, შურით, პირმოთნეობით, არამედ სიყვარულითა და კეთილგანწყობით

საქ.4,29 ფლპ.1,7.14.[15-18] კოლ.3,23

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 4
29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,

ფილიპელთა 1
7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.
14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.
15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს.
16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს.
17. მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ.
18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ,

კოლასელთა 3
23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.


4.12.5. Проповедуй не из соперничества и зависти а по доброй воле и любви
Деян.4,29 Флп.1,7.14.[15-18] Кол.3,23