იესო ქრისტემ ჯვარზე დაამარცხა სატანა და მოგვცა ხელმწიფება ვდევნიდეთ მას


საკვანძო მუხლები:

იოანე 12 : 31 ; იაკობი 4 : 7 ; 1იოანე 4 : 4 ; 1იოანე 5 : 4 ; ეფესელთა 6 : 11 ; გამოცხადება 12 : 11 ;
=3.49.17. იესო ქრისტემ ჯვარზე დაამარცხა სატანა და მოგვცა ხელმწიფება ვდევნიდეთ მას

ინ.12,31 იაკ.4,7,, 1ინ.4,4,, 5,4.5 ეფ.6,[11-18] გმცხ.12,11

ბიბლიის მუხლები

იოანე 12
31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს.

იაკობი 4
7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.

1იოანე 4
4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.

1იოანე 5
4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა.
5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?

ეფესელთა 6
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

გამოცხადება 12
11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.


3.49.17. Иисус Христос, победил сатану и нам дана власть изгнать и победить его
Ин.12,31,, 16,11 Яков.4,7,, 1Ин.4,4,, 5,4.5 Еф.[6,10-18] Отк.12,11