კეთილ საქმეთა საკუთარი ხელით კეთება სულიერ ნაყოფებსაც იძლევა


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 20 : 35 ; რომაელთა 15 : 28 ; ეფესელთა 4 : 28 ; ფილიპელთა 4 : 14 ; ტიტე 3 : 14 ; ებრაელთა 6 : 10 ;
=3.42.2. კეთილ საქმეთა საკუთარი ხელით კეთება სულიერ ნაყოფებსაც იძლევა

საქ.20,35 რომ.15,28 ეფ.4,28 ფლპ.4,14-19 ტიტ.3,8.[14] ებრ.6,10-12

ბიბლიის მუხლები

საქმე 20
35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.

რომაელთა 15
28. ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.

ეფესელთა 4
28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.

ფილიპელთა 4
14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი.
15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან.
16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.
17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.
18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.

ტიტე 3
8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.
14. ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი.

ებრაელთა 6
10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.


__თემაზე წერდნენ__
***
ადამიანს თავისით არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქმნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა კეთილი და სახიერი, თვინიერ ღმერთისა მხოლოისა!
__ წმ. ანტონი დიდი __

***
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია, მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერისაგან გონიერება აქვს მომადლებული, ძალუძს სიკეთე თავის ხვედრად ამოირჩიოს. მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი შეიმეცნოს ღმერთი და მთელი მისი ქმნილება.
__ წმ. ანტონი დიდი __

***
ზეთის გარეშე შეუძლებელია კანდელის დანთება, რწმენის გარეშე კი ვერავინ აღეგზნება კეთილ აზრებით.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
კეთილი საქმეთაგან და სათნოებათაგან ზოგიერთი ქმედითია, სხვა – ბუნებითი, ხოლო მესამე – ღმერთისმიერი, და ყველა ისინი სულიწმიდის მადლისაგან აღმოცენდებიან. ქმედითი სათნოებანი ადამიანის კეთილი ნებელობის აღმონაცენია, ბუნებითნი შეერთებისაგან მომდინარეობენ, საღმრთონი კი – მადლისაგან.
__ წმ. გრიგოლ სინაელი __

***
როგორადაც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა, თუკი სინათლის სხივით არ არის განათებული, ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღმერთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარეშე, სულ ერთია, როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარეგნულად.
__ ნეტარი ავგუსტინე __

***
სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწმენიდან აღმოცენდება.
__ ნეტარი ავგუსტინე __

***
თხოვნა იმისა, რომ ადამიანში ცხოვრობს ღმერთი, ყველაფერზე უკეთ იცავს ადამიანს ბოროტი საქციელისგან და ეხმარება ქველმოქმედებაში.
__ ლევ ტოლსტოი __

***
ხსოვნა იმისა, რომ ადამიანში ცხოვრობს ღმერთი, ყველაფერზე უკეთ იცავს ადამიანს ბოროტი საქციელისგან და ეხმარება ქველმოქმედებაში.
__ ლევ ტოლსტოი __

***
ხალხმა აქამდე ღმერთი არ იცოდა, რომ მისი სიყვარული შეძლებოდა. ამიტომაც არის, რომ ერთმანეთიც არ უყვარდათ – ყველა უბედურება აქედან წარმოდგებოდა.
__ ჰ. სენკევიჩი __

***
“ყველა მცდელობა განუვითარო ადამიანს კეთილშობილი თვისებები და ჩვევები ზეციდან შობის გვერდის ავლით, ჰგავს საშობაოდ მორთულ ნაძვის ხეს ვაშლებითა და ოქროს კაკლებით.” – ამბობს კომენსკი.
ვაშლები ამშვენებს ნაძვის ხეს, მაგრამ ზრდა მხოლოდ ვაშლის ხეზე შეუძლიათ. კაცის ასეთ გამშვენიერებაზეა მიდრეკილი მთელი ცივილიზაცია, მიდის ველურის წვრთნა მოოქროვება, რომელიც მომენტალურად აიყრება, როგორც კი შედის კონფლიქტში თავის თანამოძმესთან. თანამედროვე კრიზისი, გაბანკროტება და ზნეობრივი დაცემა ადამიანისა – სწორედ ერთ ცივილიზაცია ღმერთის აღიარების გარეშე, - ესაა “ოქროს კაკლები ნაძვის ხეზე.”
__ იაკობ ლევენი __

3.42.2. Делая собственными руками получаем духовные плоды
Деян.20,35 Рим.15,28 Еф.4,28 Флп.1,10.11,, 4,17 Тит.3,8.[14] Евр.6,10-12