ვარჯიში ღვთისმოსაობაში


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 24 : 16 ; 2პეტრე 1 : 5 ; 1ტიმოთე 2 : 10 ; 1ტიმოთე 4 : 7 ; 1ტიმოთე 6 : 11 ; 2ტიმოთე 3 : 12 ; ებრაელთა 5 : 14 ;
=3.40.24. ვარჯიში ღვთისმოსაობაში

საქ.24,16,, 2პეტ..1,5-8,, 1ტიმ.2,10,, 4,[7].8,, 6,11,, 2ტიმ.3,12 ებრ.5,14

ბიბლიის მუხლები

საქმე 24
16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.

2პეტრე 1
5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.

1ტიმოთე 2
10. არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.

1ტიმოთე 4
7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.
8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

1ტიმოთე 6
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;

2ტიმოთე 3
12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.

ებრაელთა 5
14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.


3.40.24. Упражнятся в благочестии
Деян.24,16,, 2Пет.1,5-8,, 1Тим.2,10,, 4,[7].8,, 6,11,, 2Тим.3,12 Евр.5,14