დავიმსახუროთ ზეციური უზენაესი ხმობის პატივი და დიდება


საკვანძო მუხლები:

1პეტრე 1 : 4 ; 2პეტრე 1 : 3 ; რომაელთა 8 : 30 ; რომაელთა 9 : 23 ; 2კორინთელთა 4 : 17 ; 2კორინთელთა 5 : 1 ; ფილიპელთა 3 : 14 ; 1თესალონიკელთა 2 : 12 ; 2თესალონიკელთა 2 : 14 ; 2ტიმოთე 4 : 8 ; ებრაელთა 3 : 1 ; გამოცხადება 3 : 21 ;
=2.14.24. დავიმსახუროთ ზეციური უზენაესი ხმობის პატივი და დიდება

1პეტ.1,3.4.13,, 2პეტ.1,3 რომ.8,30,, 9,23,, 2კორ.4,17.18,, 5,1 ფლპ.3,[14],, 1თეს.2,12,, 2თეს.2,14,, 2ტიმ.4,8 ებრ.3,1 გმცხ.3,21

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 1
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,

2პეტრე 1
3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო,

რომაელთა 8
30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.

რომაელთა 9
23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,

2კორინთელთა 4
17. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,
18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი.

2კორინთელთა 5
1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.

ფილიპელთა 3
14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.

1თესალონიკელთა 2
12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.

2თესალონიკელთა 2
14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.

2ტიმოთე 4
8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.

ებრაელთა 3
1. ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,

გამოცხადება 3
21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.


2.14.24. Заслужим почести и славу высшего звания
1Пет.1,3.4.13,, 2Пет.1,3 Рим.8,30,, 9,23,, 2Кор.4,17.18,, 5,1 Флп.3,[14],, 1Фес.2,12,, 2Фес.2,14,, 2Тим.4,8 Евр.3,1 Отк.3,21