სულიწმიდა წინასწარმეტყველებს მომავალს


საკვანძო მუხლები:

იოანე 16 : 13 ; 1პეტრე 1 : 11 ; სიბრძნე სოლომონისა 9 : 1 ; ლუკა 2 : 26 ;
=2.4.15. სულიწმიდა წინასწარმეტყველებს მომავალს

სიბრ.9,11 ლუკ.2,26 იოან.16,[13],, 1პეტ.1,11.12

ბიბლიის მუხლები

სიბრძნე სოლომონისა 9
11. რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით.

ლუკა 2
26. სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები [მართალ იოსებს], რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს.

იოანე 16
13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

1პეტრე 1
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.

2.4.15. Дух Святой возвешает будушего
Прем.9,11 Лук.2,26 Ин.16,[13],, 1Пет.1,11.12