ღვთის სული მკვიდრობს ჩვენში


საკვანძო მუხლები:

იოანე 14 : 17 ; იაკობი 4 : 5 ; 1იოანე 4 : 12 ; რომაელთა 8 : 11 ; 1კორინთელთა 3 : 16 ; 1კორინთელთა 6 : 19 ; ეფესელთა 2 : 22 ; ეფესელთა 5 : 18 ; 1თესალონიკელთა 5 : 19 ; 2ტიმოთე 1 : 14 ;
2.4.7. ღვთის სული მკვიდრობს ჩვენში

ინ.14,17 იაკ.4,[5],, 1ინ.4,12.13 რომ.8,11,, 1კორ.3,16,, 6,19 ეფ.2,22,, 5,18,, 1თეს.5,19,, 2ტიმ.1,[14]

ბიბლიის მუხლები

იოანე 14
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

იაკობი 4
5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.

1იოანე 4
12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ.

რომაელთა 8
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.

1კორინთელთა 3
16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

1კორინთელთა 6
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

ეფესელთა 2
22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.

ეფესელთა 5
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.

1თესალონიკელთა 5
19. ნუ დაშრეტთ სულს.

2ტიმოთე 1
14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.


2.4.7. Дух, живуший в нас
Ин.14,17 Иак.4,[5],, 1Ин.4,12.13 Рим.8,11,, 1Кор.3,16,, 6,19 Еф.2,22,, 5,18,, 1Фес.5,19,, 2Тим.1,[14]