ღვთის რწმენა


საკვანძო მუხლები:

მარკოზი 11 : 22 ; იოანე 14 : 1 ; რომაელთა 3 : 22 ; ებრაელთა 12 : 2 ;
2.2.48. ღვთის რწმენა

მარ.11,22 ინ.14,1 რომ.3,22 ებრ.12,2

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 11
22. პასუხად უთხრა მათ იესომ: „გქონდეთ ღმერთის რწმენა!

იოანე 14
1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

რომაელთა 3
22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,

ებრაელთა12
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

__თემაზე წერდნენ__
***
ჩემი თავისუფალი ნებით შეგნებული მაქვს საკუთარი ბუნების უმნიშვნელობა და უძლურება, და არც მსურს ძიებაში შევიდე ჩემი შემოქმედი ღმერთის გამო, რამეთუ საშინელ არს იგი, ვინც ყოვლად უსაზღვრო და მიუწვდომელია თავისი საღმრთო ბუნებით.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
მე ვიცი, რომ ღმერთი არსმყოფია, არსებულია მარადის, მაგრამ იმას, თუ რა არის მისი არსი, მე შემეცნებაზე მაღლა ვაყენებ.
__ წმ. ბასილი დიდი __

***
თუკი თვალი ხილვადის აღქმისთვისაა განკუთვნილი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის ყოველივე ხილული მისაწვდომია. ცარგვალი ერთ წამისყოფაში როდი მოიხილება, - მართალია, მზერა მოიცავს ხილულს, მაგრამ მრავალი რამ ჩვენთვის უხილავი რჩება. თუმცა ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ ცა უხილავია. პირიქით, ხილვადია იმ შეზღუდული შემეცნების მიზეზით, რომელიც ჩვენ, ადამიანებს გვაქვს. იგივე ითქმის ღმერთის შესახებ.
__ წმ. ბასილი დიდი __

***
მამა ღმერთის არსობრიობა არასოდეს ყოფილა არასრულყოფილი, უსრულო, ისეთი, რასაც შემდგომში შეიძლებოდა რაიმე შესძენოდა.
__ წმ. ათანასე ალექსანდრიელი __

***
არცა დავდევ სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხოთესლი რაიმე სარწმუნოებაი საწვრეთ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყველთა შენთა.
__ დავით აღმაშენებელი __

***
ღმერთის რწმენა გამართლებულია თუნდაც იმ უბრალო სურვილით, რომ გვწამდეს: ჩვენს ემოციურ ბუნებას არა მარტო კანონიერი უფლება აქვს, არამედ მოვალეცაა არჩევანი მოახდინოს ორ თეზისს შორის, ყოველთვის, როცა ეს არჩევანი ჭეშმარიტია და თავისი ბუნებით არავითარ შემთხვევაში არ გადაწყდება ინტელექტუალური ძალისხმევის საფუძველზე.
__ უილიამ ჯემსი __

***
დიდაარს მხოლოდ ღმერთი-უფალი
აქ, ქვეყანაზე და ცათა შინა!..
__ აკაკი წერეთელი __


2.2.48. Вера в Бога
Мар.11,22 Ин.14,1 Рим.3,22 Евр.12,2