ნათლობის შემდეგ გვმართებს წმიდად ცხოვრება


საკვანძო მუხლები:

ლუკა 3 : 13 ; რომაელთა 6 : 3 ; კოლასელთა 2 : 11 ;
1.10.6. ნათლობის შემდეგ გვმართებს წმიდად ცხოვრება

ლუკ.3,12-14 რომ.6,3-5 კოლ.2,11.12

ბიბლიის მუხლები

ლუკა 3
12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?
13. მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.
14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

რომაელთა 6
3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით?
4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში.
5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით,

კოლასელთა 2
11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა.
12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.