ფილიპე


საკვანძო მუხლები:

მათე 10 : 3 ; იოანე 1 : 43 ; იოანე 6 : 5 ; იოანე 12 : 21 ; იოანე 14 : 8 ; საქმენი მოციქულთა 1 : 13 ; საქმენი მოციქულთა 6 : 5 ; საქმენი მოციქულთა 8 : 5 ;
=1.8.5. ფილიპე

ერთი ფილიპე არის ქრისტეს ერთერთი მოციქული მათ.10,3
- ქრისტესთან მიიყვანა ნათანაელი ინ.1,43-46
- გამოსცადა ქრისტემ ინ.6,5-7
- წარუდგინა ქრისტეს ბერძნები ინ.12,20-22
- შენიშვნა მისცა ქრისტემ ინ.14,8-10
- იყო მოციქულებთან ერთად საქ.1,13

მეორე ფილიპე არის ეკლესიის მიერ არჩეული დიაკვნად საქ.6,5
- ქადაგებდა სამარიაში საქ.8,5

ბიბლიის მუხლები

მათე 10
3. ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;

იოანე 1
43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.

იოანე 6
5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?
6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა.
7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ.

იოანე 12
20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.
22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს.

იოანე 14
8. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.
9. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?
10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.

საქმენი მოციქულთა 1
13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,


1.8.5. Филип
Матф.10,3 Ин.1,43-49; 6,5-7; 12,20-22; 14,8-10 Деян.1,13; 6,5; 8,5