ყოველივე ვაკეთოთ არა საკუთარი თავის სასარგებლოდ, არამედ მოყვასის სასიკეთოდ


საკვანძო მუხლები:

მათე 22 : 16 ; საქმენი მოციქულთა 4 : 19 ; საქმენი მოციქულთა 5 : 29 ; იაკობი 4 : 4 ; რომაელთა 15 : 1 ; 1კორინთელთა 10 : 33 ; 2კორინთელთა 5 : 9 ; 2კორინთელთა 12 : 19 ; გალატელთა 1 : 10 ; ეფესელთა 6 : 6 ; კოლასელთა 3 : 22 ; 1თესალონიკელთა 2 : 4 ;
=4.17.4. ყოველივე ვაკეთოთ არა საკუთარი თავის სასარგებლოდ, სიამოვნებისთვის ან ანგარებით, არა კაცთა საამებლად, თვალის ასახვევად, მოსაჩვენებლად, პირმოთნეობითა ღა ლიქნით, არამედ სათნოებით, მოყვასის სასიკეთოდ და დასამოძღვრად

მათ.22,16 საქ.4,19,, 5,29 იაკ.4,4 რომ.15,1-3,, 1კორ.10,33,, 2კორ.5,9,,12,19 გალ.1,[10] ეფ.6,6.7 კოლ.3,22.23,, 1თეს.2,4

ბიბლიის მუხლები

მათე 22
16. ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა.

საქმენი მოციქულთა 4
19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს.

საქმენი მოციქულთა 5
29. ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.

იაკობი 4
4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.

რომაელთა 15
1. ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.

1კორინთელთა 10
33. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.

2კორინთელთა 5
9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.

2კორინთელთა 12
19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.

გალატელთა 1
10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.

ეფესელთა 6
6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.
7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.

კოლასელთა 3
22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.

1თესალონიკელთა 2
4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.


4.17.4. Сделаем все не для себя или человекаугодиюа с любовью человека, как для Бога
Матф.22,16 Деян.4,19.20,, 5,29 Иак.4,4 Рим.15,1-3,, 1Кор.10,33,, 2Кор.5,9,,12,19 Гал.1,[10] Еф.6,6.7 Кол.3,22.23,, 1Фес.2,4