ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ნუგეშცემულ იქნებიან

საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 6 : 7 ; ფსალმუნები 125 : 5 ; ესაია 25 : 8 ; ესაია 30 : 19 ; ესაია 35 : 10 ; ესაია 38 : 14 ; ესაია 51 : 11 ; ესაია 57 : 18 ; ესაია 61 : 2 ; ესაია 66 : 10 ; იერემია 31 : 13 ; ეზეკიელი 7 : 16 ; ეზეკიელი 9 : 4 ; მათე 5 : 4 ; ლუკა 6 : 21 ; ლუკა 7 : 38 ; ლუკა 16 : 25 ;
2.14.7. ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ნუგეშცემულ იქნებიან

ფს.6,7-9; 125,5.6 ეს.25,8; 30,19; 35,10; 38,14; 51,11; 57,18; 61,2.3; 66,10 იერ.31,13 ეზეკ.7,16; 9,4 მათ.5,[4] ლუკ.6,21; 7,38; 16,25 ინ.16,20-22; 2კორ.1,4-7; 7,9.10 გმცხ.7,17; 21,4

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 6
7. მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
8. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
9. განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.

ფსალმუნი 125
5. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
6. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.

ესაია 25
8. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.

ესაია 30
19. რადგან ერი სიონში იცხოვრებს, იერუსალიმში; აღარ გექნება სატირალი, წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე; როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს.

ესაია 35
10. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ.

ესაია 38
14. როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!

ესაია 51
11. უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა.

ესაია 57
18. მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ.

ესაია 61
2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა;
3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.

ესაია 66
10. იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!

იერემია 31
13. მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.

ეზეკიელი 7
16. თავს უშველიან მათი დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება.

ეზეკიელი 9
4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.

მათე 5
4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

ლუკა 6
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;

ლუკა 7
38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.

ლუკა 16
25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

იოანე16
20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.
21. ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.
22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.

2კორინთელთა 1
4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.
6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.
7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.

2კორინთელთა 7
9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

გამოცხადება 7
17. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.

გამოცხადება 21
4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.

-----------------------
მიხეილ კოლევის ნახატი