ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია

საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 14 ; ფსალმუნები 36 : 10 ; მათე 25 : 41 ;
2.10.22. ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია

დაბ.3,14 ფს.36,10 მათ.25,41 ინ.12,31; 16,[11] რომ.16,20 ებრ.2,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.

ფსალმუნი 36
10. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.

მათე 25
41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.

იოანე 12
31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს.

იოანე 16
11. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია. =2.10.22.

რომაელთა 16
20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.

ებრაელთა 2
14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,