გონივრულის მსურველი საპირისპიროს ესწრაფვის კაცი, ორჭოფი, გაორებული აზრებით


საკვანძო მუხლები:

მათე 26 : 41 ; იაკობი 1 : 8 ; რომაელთა 7 : 15 ; გალატელთა 5 : 17 ;
1.6.2. გონივრულის მსურველი საპირისპიროს ესწრაფვის კაცი, ორჭოფი, გაორებული აზრებით

მათ. 26,41; იაკ. 1,8; რომ. 7,[15]-25; გალ. 5,17

ბიბლიის მუხლები

მათე 26
41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

იაკობი 1
8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.

რომაელთა 7
15. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.=1.6.2.
16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია.
17. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით.
22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.

გალატელთა 5
17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.

__თემაზე წერდნენ__
*** 
ადამიანური ბუნების მთავარი ნაკლი ისაა, რომ ყოველთვის საპირისპიროს ესწრაფვის. იმდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ ფსიქოლოგსაც ეყოფა თავსატეხად. აი, თუნდაც - იპოქონდრილი განსაკუთრებით ფაქიზად აღიქვამს იუმორს, ავხორცი ხალისით ლაპარაკობს იდილიაზე, გარყვნილი - ზნეობაზე, სკეპტიკოსი - რელიგიაზე. ისე, კაცმა რომ თქვას, სიწმინდის გზაც ხომ ცოდვაზე გადის? 
__სიორენ კირკეგორი__

*** 
რატომ ქადაგებს მორალს უსინდისო? 
__ზურაბ კანდელაკი__