ზეციური სამეფოს ელჩი ამ ქვეყნად შერიგების მსახურებისთვის


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 19 : 6 ; გამოსვლა 34 : 12 ; მათე 4 : 4 ; მათე 6 : 25 ; მათე 8 : 11 ; მათე 10 : 7 ; ლუკა 4 : 10 ; ლუკა 8 : 1 ; ლუკა 9 : 2 ; ლუკა 10 : 9 ; ლუკა 13 : 29 ; იოანე 18 : 36 ; საქმენი მოციქულთა 8 : 12 ; საქმენი მოციქულთა 9 : 4 ; საქმენი მოციქულთა 17 : 11 ; საქმენი მოციქულთა 19 : 8 ; საქმენი მოციქულთა 20 : 25 ; საქმენი მოციქულთა 22 : 25 ; საქმენი მოციქულთა 28 : 23 ; 1პეტრე 2 : 9 ; 1იოანე 4 : 17 ; იუდა 1 : 20 ; 2კორინთელთა 5 : 18 ; ეფესელთა 2 : 19 ; ფილიპელთა 3 : 20 ; ფილიპელთა 4 : 3 ; 1თესალონიკელთა 4 : 17 ; 2ტიმოთე 3 : 16 ; ებრაელთა 11 : 13 ; გამოცხადება 5 : 10 ; გამოცხადება 21 : 27 ;
=4.21.16 ზეციური სამეფოს ელჩი ამ ქვეყნად შერიგების მსახურებისთვის

- ქრისტეს მორწმუნენი ვართ სამეფო სამღვდელოება გამ.19,6; 1პეტ.2,9.10 გმცხ.5,10
- მოგვეცა ღმერთთან შერიგების მსახურება და ვართ მოვლინებულნი ანუ ელჩები, დიპლომატიური წარმომადგენლები ზეციური სამეფოსი 2კორ.5,18-20
- ღმერთს ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი ელჩები მათ.8,11 ლუკ.13,29

და თუ ელჩები ვართ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი პასუხისმგებლობა

1) ელჩი არის თავისი ქვეყნის წარმომადგენელი
- ვართ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი ეფ.2,19

2) ელჩს არ ირჩევენ. აგვირჩია ღმერთმა და რახან აგვირჩია, ე. ი. სჯერა, რომ მისი მისიის შესრულება შეგვიძლია
- ქრისტემ მიავლინა თავისი მოწაფეები ღმერთის სამეფოს საქადაგებლად ლუკ.9,2.60; საქ.8,12; 19,8; 20,25; 28,23.31
- იმ სახარების საქადაგებლად, რომელსაც თვითონ ქადაგებდა მათ,4,23 ლუკ.4,43; 8,1
- რომ მოახლოებულია ცათა სამეფო მათ.10,7 ლუკ.10,9

3) ელჩი არ ხდება ამ ქვეყნის მოქალაქე, სადაცაა მოვლენილი, არამედ რჩება წარმომგზავნელი ქვეყნის მოქალაქედ
- ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია ფლპ.3,20
- რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი ფლპ.4,3 გმცხ.21,27
- ვაღიარებთ, რომ უცხონი და ხიზნები ვართ ამ ქვეყანაზე ებრ.11,13
- არ ვართ ამ წუთისოფლისანი ინ.18,36

4) ელჩი არ ზრუნავს საკუთარ თავზე, არაფერში ფულს არ იხდის, რადგან მისი ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია მისი ქვეყნის მიერ მათ.6,25.26.28-32
- ჩვენ ვზრუნავთ მხოლოდ ცათა სამეფოზე მათ.6,33

5) ელჩის ინსტრუქტაჟი ყოველთვის წერილობითი
ხასიათისაა, რათა გაუგებრობა არ მოხდეს, იცოდეს რა გააკეთოს. ჩვენც გვაქვს ასეთი წერილი - ღვთის სიტყვა, რომელსაც ყოველდღე უნდა ვსწავლობდეთ საქ.17,11; 2ტიმ.3,16.17

6) ელჩს არ აქვს უფლება ილაპარაკოს თავისი შეხედულებით. თუ კითხვას დაუსვამთ ელჩს, გეტყვით, ჩემი ქვეყნის პოზიცია არის შემდეგი...
ჩვენ ვამბობთ: "დაწერილია..." მათ.4,4

7) ელჩი ხელშეუხებელია, მასზე თავდასხმა მის ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს. ის დაცულია ლუკ.4,10

8) ელჩი თავისი ქვეყნის სახეა 1ინ.4,17
- სავლე იესოს პირადულად კი არ დევნიდა, არამედ მის ეკლესიას, მის ელჩებს, ხოლო იესო ეუბნება, რად მდევნი მე საქ.9,4

9) ელჩი არ ცხოვრობს ამ ქვეყნის კანონებით. აუცილებელი არ არის ქვეყნის სისტემას დაუჩოქო, საკუთარი უფლება უნდა დაიცვა საქ.22,25
- არ შევკრათ კავშირი ამ ქვეყნის მცხოვრებლებთან გამ.34,12

10) ელჩი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თავისი ქვეყნის უმაღლეს პირთან - ყოველდღე ვილოცოთ იუდ.1,20

11) ელჩის ვალდებულებაა დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეები თუ საშიშროება ემუქრებათ დროულად გააფრთხილოს, ილოცოს მათთვის

12) თუ ომი დაიწყო ქვეყანაში ჯერ ელჩები ტოვებენ ქვეყანას. დადგება დღე, გაისმება საყვირის ხმა და ელჩები იქნებიან ზეატაცებულნი, რათა ჰაერში შეეგებონ უფალს, იმიტომ რომ ერთგულნი აღმოვჩნდით შერიგების მსახურებაში, რაშიც დადგენილიც ვართ და ცხებულნიც ვუჩვენებდეთ ადამიანებს ქრისტესკენ მიმავალ გზას 1თეს.4,17

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19
6. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.

გამოსვლა 34
12. გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.

მათე 4
4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.
23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

მათე 6
25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?
26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.
29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.
30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?
32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.

მათე 8
11. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;

მათე 10
7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა
სასუფეველი.

ლუკა 4
10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,
43. მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.

ლუკა 8
1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი.

ლუკა 9
2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.

ლუკა 10
9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.

ლუკა 13
29. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.

იოანე 18
36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.

საქმენი მოციქულთა 8
12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.

საქმენი მოციქულთა 9
4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?

საქმენი მოციქულთა 17
11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.

საქმენი მოციქულთა 19
8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

საქმენი მოციქულთა 20
25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.

საქმენი მოციქულთა 22
25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე?

საქმენი მოციქულთა 28
23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.
31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.

1პეტრე 2
9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
10. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.

1იოანე 4
17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.

იუდა 1
20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.

2კორინთელთა 5
18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,

ეფესელთა 2
19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;

ეფესელთა 6
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

ფილიპელთა 3
20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,

ფილიპელთა 4
3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.

1თესალონიკელთა 4
17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

2ტიმოთე 3
16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში, რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.

ებრაელთა 11
13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.

გამოცხადება 5
10. რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.

გამოცხადება 21
27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.


4.21.16 Веруюший - посол Царствия
Исх.19,6 Матф.4,23; 8,11; 10,7 Лук.4,43; 8,1; 9,2.60; 10,9; 13,29 Ин.18,36 Деян.8,12; 19,8; 20,25; 28,23.31; 1Пет.2,9.10; 1Ин.4,17 Иуд.1,20; 2Кор.5,18-20 Еф.2,19; 6,18 Флп.3,20; 4,3; 1Фес.4,17; 2Тим.3,16 Евр.11,13 Отк.5,10; 21,27