ღვთის სული ბიბლიის ავტორია


საკვანძო მუხლები:

2მეფეთა 23 : 2 ; მიქა 3 : 8 ; ზაქარია 7 : 12 ; მარკოზი 12 : 36 ; საქმენი მოციქულთა 1 : 16 ; საქმენი მოციქულთა 28 : 25 ; 1პეტრე 1 : 11 ; 2პეტრე 1 : 21 ; 2ტიმოთე 3 : 16 ;
2.4.2. ღვთის სული ბიბლიის ავტორია

2მფ.23,2 მიქ.3,8 ზაქ.7,[12] მარ.12,36 საქ.1,16,, 28,25; 1პეტ.1,11; 2პეტ.1,[21]; 2ტიმ.3,16

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 23
2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.

მიქა 3
8. მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა.

ზაქარია 7
12. გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

მარკოზი 12
36. რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.

საქმენი მოციქულთა 1
16. კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.

საქმენი მოციქულთა 28
25. რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით:

1პეტრე 1
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.

2პეტრე 1
21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

2ტიმოთე 3
16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,


2.4.2. Дух Божий автор Библии
2цар.23,2 Мих.3,8 Зах.7,[12] Мар.12,36 Деян.1,16,, 28,25; 1Пет.1,11; 2Пет.1,[21]; 2Тим.3,16