ცხვარი

საკვანძო მუხლები:

დაბადება 15 : 9 ; დაბადება 21 : 28 ; დაბადება 22 : 13 ; დაბადება 32 : 14 ; გამოსვლა 12 : 5 ; გამოსვლა 25 : 5 ; გამოსვლა 26 : 14 ; გამოსვლა 29 : 1 ; გამოსვლა 35 : 7 ; ლევიანნი 3 : 6 ; ლევიანნი 5 : 15 ; ლევიანნი 14 : 12 ; 2მეფეთა 12 : 4 ; 4მეფეთა 3 : 4 ; ეზრა 7 : 17 ; ფსალმუნები 36 : 20 ; ფსალმუნები 65 : 15 ; ფსალმუნები 113 : 4 ; იგავნი 7 : 22 ; იგავნი 27 : 26 ; ესაია 5 : 17 ; ესაია 11 : 6 ; ესაია 40 : 11 ; დანიელი 8 : 20 ; ლუკა 10 : 3 ;
3.44.7 ცხვარი, ბატკანი, კრავი, ერკემალი, ვერძი, ნერბი

- ცხვარი - ზოგადად
- ბატკანი და კრავი - ერთ წლამდე ასაკის
- ერკემალი და ვერძი მამლებია (მწარმოებელი, მნერბავი ნახსენებია მხოლოდ მცხეთურ ხელნაწერში იგავ.7,22 რუსულ სინოდალურში как пес на цепь, საკითხავია როგორაა დედანში)
- ნერბი დედალი ცხვარია და ზოგ თარგმანში შეცდომით მის ადგილზე ნეზვია (დედალი ღორი)

გამოიყენებოდა:
- საკვებად 2მფ.12,4
- ხარკის გადახდისას 4მფ.3,4
- ხელშეკრულების დადებისას დაბ.21,28-30
- საჩუქრად დაბ.32,14
- ვაჭრობაში ეზრ.7,17
- სავანის გადასაფარებელი ტყავები გამ.25,5; 26,14; 35,7
- ტანსაცმლის დასამზადბლად იგავ.27,26
- მსხვერპლშეწირვისთვის დაბ.15,9; 22,13 გამ.12,5; 29,1 ლევ.3,6; 5,15; 14,12 ფს.65,15

მეტაფორულად:
- ღვთის ხალხი ეს.5,17
- სუსტი, სატარებელი მორწმუნეები ეს.40,11
- წინასწარმეტყველებაში მეფეები დან.8,20
- ღვთის მსახურები ლუკ.10,3
- ღვთის რისხვის გადმოღვრა უკეთურებზე ფს.36,20
- ადამიანები სასუფეველში ეს.11,6
- შედარება ფს.113,4 იგავ.7,22

- ზემოთხსენებული განსხვავებული წაკითხვა
იგავნი 7 (მცხეთური ხელნაწერი)
22. შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი უმეცარი,