გაბრაზება, გამწარება, დაბოღმვა ღმერთზე


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 5 ; იობი 5 : 2 ; იობი 18 : 4 ; იობი 40 : 2 ; იერემია 29 : 11 ; იონა 4 : 1 ; 2კორინთელთა 7 : 10 ; სიბრძნე სოლომონისა 10 : 1 ;
=3.50.11. გაბრაზება, გამწარება, დაბოღმვა ღმერთზე

დაბ.4,5-8.13.14 იობ.5,2; 18,4; 40,2.8 სიბრძ.10,3 იონ.4,1.4,6.[9]

- ვიფრთხილოთ, ამქვეყნიური წუხილი სიკვდილის დასაბამია 2კორ.7,10

- მივენდოთ ღმერთს, ნუ ვდრტვინავთ, რადგან მხოლოდ მან იცის ჩვენთვის რა არის კარგი იერ.29,11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.

იობი 5
2. უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.

იობი 18
4. ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?

იობი 40
2. რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.
8. გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?

სიბრძნე სოლომონისა 10
3. მაგრამ წარწყმდა მისგან ბრაზით განმდგარი უკეთური, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა.

იერემია 29
11. რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.

იონა 4
1. ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა.
4. უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?
6. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა.
9. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.

2კორინთელთა 7
10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

3.50.11. Раздражение на Бога
Быт.4,5-8.13.14 Иов.5,2; 18,4; 40,2.8 Прем.10,3 Иер.29,11 Ион.4,1.4,6.[9]; 2Кор.7,10