ანგელოზნი მღვიძარენი, ფხიზელი გუშაგნი, არ სჭირდებათ ძილი

საკვანძო მუხლები:

დანიელი 4 : 13 ;
2.5.9. ანგელოზნი მღვიძარენი, ფხიზელი გუშაგნი, არ სჭირდებათ ძილი

მღვიძარე (ანგელოზი, გუშაგი, ირისე, бодрый, страж) - სხვადასხვა გამოცემებში

- თუმცა წარმართულ რელიგიებში ღმერთები ერევიან მიწიერ საქმეებში და მარდუქის სამსჯავროს მრჩეველთა დადგენილებასაც ახსენებს ნაბუქოდონოსორი, მიუხედავად ამისა იგი ხედავს ანგელოზს, ხვდება, რომ არის წმიდა და აღასრულებს უზენაესი ღვთის ნებას დან.4,[13.17.23]

ბიბლიის მუხლები

დანიელი 4
13. ვიხილე ხილვა, როცა თავი მედო ჩემს სარეცელზე: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა მღვიძარე და წმიდა.
17. ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით არის ეს დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე. =2.5.9.
23. მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთო რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდესო წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი გადაუვლიდესო.