არ გწამთ, მაგრამ იცით და ამბობთ დაუფიქრებლად


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 26 ; გამოსვლა 16 : 15 ; 1მეფეთა 17 : 11 ; ფსალმუნები 65 : 12 ; იგავნი 3 : 23 ; ეკლესიასტე 3 : 5 ; ეკლესიასტე 10 : 8 ; ესაია 51 : 17 ; მათე 3 : 3 ; მათე 4 : 4 ; მათე 10 : 38 ; მათე 21 : 15 ; მათე 26 : 52 ; მარკოზი 15 : 21 ; ლუკა 4 : 24 ; იოანე 18 : 36 ; გალატელთა 6 : 7 ; 2თესალონიკელთა 3 : 10 ; 1ტიმოთე 5 : 6 ; გამოცხადება 13 : 10 ;
1.2.14. არ გწამთ, მაგრამ იცით და ამბობთ დაუფიქრებლად

- არ გწამთ, რომ ქრისტე ცხოვრობდა დედამიწაზე, მაგრამ წელთაღრიცხვას აწარმოებთ ქრისტეს შობიდან.

- არ გწამთ, რომ კაცი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად (დაბ.1,26), მაგრამ უწოდებთ უმსგავსს კაცს, რომელმაც ეს მსგავსება დაკარგა.

- არ გწამთ, რომ კაცს აქვს სული, მაგრამ 
1) იცით, რომ არსებობენ სულიერად (ფსიქიურად, ბერძ. ფსიქე - სული) ავადმყოფი ადამიანები.
2) არ გიყვართ თუ გიწოდებენ უსულგულო ადამიანს.

- არ გწამთ სულიერი კანონები, იმ დროს, როცა ხშირად გქენჯნით სინდისი, რადგან სინდისიერი ბრძანდებით.

- თქვენ თვლით, რომ კაცი - ეს უბრალოდ ცოცხალი სხეულია, მაგრამ ამ სხეულს (არა სულს) შეუძლია იმედი ჰქონდეს, სწამდეს, უყვარდეს, ოცნებობდეს, თანაუგრძნობდეს, სძულდეს, შურდეს, მწუხარებდეს.

- თქვენ გწამთ მხოლოდ მატერიალური სამყარო, მაგრამ არ თვლით მატერიალურად სინდისს, თანაგრძნობას, შურს, მწუხარებას,სიძულვილს, რწმენას, იმედს, სიყვარულს.

- არ გწამთ ღმერთი, რადგან ღმერთი არავის უხილავს, თუმცა იმავდროულად გწამთ, რომ შეგიძლიათ ისაუბროთ მობილური ტელეფონით, მაგრამ რადიოტალღები ხომ არავის უხილავს!

- თქვენ თვლით, რომ სამყარო წარმოიშვა ქიმიური ელემენტების შემთხვევითი შეერთებით, მაგრამ არ თვლით რომ კომპიუტერული პროგრამები შექმნილია ნულებისა და ერთეულების შემთხვევითი დალაგებით. თქვენ არ გწამთ სამყაროს შემოქმედი პირველ შემთხვევაში, თუმცა გწამთ კომპიუტერული პროგრამების შემქმნელის არსებობა მეორე შემთხვევაში.

- მოგწონთ ჰარმონია და სილამაზე ამ ქვეყანაზე: მთები, ზღვა, ტყე, ველი, მდინარეები, ვარსკვლავები, ცხოველები, ფრინველები, თევზები, ადამიანები - მაგრამ თქვენ თვლით, რომ ეს ყოველივე თავისით წარმოიშვა.

- თქვენს თავს თვლით მორწმუნეებზე უფრო ჭკვიანად, მაგრამ იმავდროულად გწამთ, რომ
1) თქვენი ტვინი წარმოიშვა თავისთავად.
2) თქვენი წინაპრები იყვნენ მაიმუნები.

- თქვენ არ გსურთ აღასრულოთ ქრისტიანული მცნებები, სთვლით რა, რომ კავმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი, მაგრამ იმავდროულად არ გსურთ, რომ თქვენი ცოლი (ან ქმარი) იყოს მრუში, შვილი იყოს ლოთი, რომ თქვენ გაგქურდონ, მოგატყუონ, რომ ვინმეს სძულდეთ, რომ მოგკლან.

- არ გწამთ ღმერთი, მაგრამ უპირატესობას ანიჭებთ ნატურალურ (ღმერთის მიერ შექმნილ) პროდუქტებს, წამლებს, ქსოვილებს, ავეჯს. სინთეტიკური და ქიმიურად შედგენილი მასალები (შექმნილი ცოდვილი ადამიანის მიერ, ღმერთს რომ არ უკურთხებია) არ გიყვართ.

- გწამთ, რომ აქსიომებს არ სჭირდება მტკიცება, მაგრამ ითხოვთ ღმერთის არსებობის მტკიცებულებას.

- არ გწამთ ღმერთი, მაგრამ იყენებთ ღვთის სიტყვას (ბიბლიას) თქვენს ცხოვრებაში:
* ვინც არ მუშაობს, არ (ნურც) ჭამს 2თეს.3,10
* რასაც დასთეს, იმას მოიმკი გალ.6,7
* ვინც ორმოს სხვას უთხრის, თავად ჩავარდება ეკლ.10,8
* ფეხს არაფერს წამოკრავ, არ წაიფორხილებ იგ.3,23
* დავითი და გოლიათი 1მფ.17,11-58
* ჟამი ქვების მიმოფანტვისა და ჟამი ქვების დაკრებისა ეკლ.3,5
* შესვლა ცეცხლსა და წყალში ფს.65,12
* ხმა უდაბნოში მღაღადებლისა მათ.3,3
* მწარე (რისხვის) თასის შესმა ეს.51,17
* არ არის წინასწარმეტყველი პატივში თავის მამულში ლუკ.4,24
* ცოცხალადვე მკვდარი 1ტიმ.5,6
* დიდება ჩვილთა ბაგით მათ.21,15.16
* ზეციური მანანა გამ.16,15.31-35
* საკუთარი ჯვრის ზიდვა მათ.10,38 მარ.15,21
* მამაო ჩვენოსავით უნდა იცოდე, რაც ნიშნავს კარგად ცოდნას, დაზეპირებას.
* ზოგჯერ გამოთქმას „არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი“ მათ.4,4 უკავშირებთ
1) თეატრში წასვლას.
2) ან სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით იყენებთ, მაგალითად, როდესაც სუფრაზე პურთან ერთად არის ხორციც.
* პერიფრაზირებული გაქვთ გამოთქმა „ვინც მახვილით მოვა ჩვენთან, მახვილითვე მოკვდება“ მათ.26,52 გმცხ.13,10 - იესო ამბობს, რომ ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას.
* გამოთქმა „არაამქვეყნიური“ კაცის მიმართ თქმას აქვს ნეგატიური შეფერილობა, რომ მას გონებრივი პრობლემები აქვს. ინ.18,36 - ქრისტეს მხედველობაში აქვს, რომ იგი არის არა ამქვეყნიური, არამედ ზეციური მეფე.

__თემაზე წერდნენ__
***
კომუნისტურ ეპოქაში ერთი კომუნისტი გამომსვლელი შეკრებილ ხალხს მთელი საათი ელაპარაკებოდა, რომ ღმერთი არ არსებობს და თან ნიშნის მოგებით გახედავდა ხოლმე ერთ მორწმუნეს, აბა ერთი შენ რაღა უნდა გქონდეს სათქმელიო. ღვთის მორწმუნემ კი მშვიდად მიმართა ხალხს: დღეს აღდგომაა, ძვირფასებო, ქრისტე აღსდგა! ხალხმა უპასუხა: ჭეშმარიტად აღსდგა!