იმხიარულეთ უფალთან


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 15 : 20 ; მეორე რჯული 12 : 12 ; 2მეფეთა 6 : 14 ; 2ნეშტთა 23 : 18 ; ფსალმუნები 9 : 15 ; ფსალმუნები 13 : 7 ; ფსალმუნები 31 : 11 ; ფსალმუნები 97 : 4 ; ფსალმუნები 99 : 2 ; იაკობი 5 : 13 ; ფილიპელთა 4 : 4 ;
3.20.4. იმხიარულეთ უფალთან

გამ.15,20 რჯ.12,12; 2მფ.6,14; 2ნეშ.23,18 ფს.9,15; 13,7; 31,11; 97,4; 99,2.3 იაკ.5,13 ფლპ.4,4

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15
20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 

მეორე რჯული 12
12. გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენს შორის.

2მეფეთა 6
14. რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.

2ნეშტთა 23
18. უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს - ლევიანებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის აღსავლენის შესწირად, როგორც მოსეს რჯულში წერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით.

ფსალმუნი 9
15. რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.

ფსალმუნი 13
7. ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.

ფსალმუნი 31
11. იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.

ფსალმუნი 97
4. შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.

ფსალმუნი 99
2. ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
3. უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.

იაკობი 5
13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.

ფილიპელთა 4
4. მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.