რებეკა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 22 : 23 ; დაბადება 24 : 24 ; დაბადება 25 : 21 ; დაბადება 26 : 7 ; დაბადება 27 : 6 ; დაბადება 28 : 5 ; დაბადება 29 : 12 ; დაბადება 35 : 8 ; დაბადება 49 : 31 ; რომაელთა 9 : 10 ;
=1.8.106 რებეკა

- ბეთუელის ასული დაბ.22,23
- ნახორის და მილქას შვილიშვილი დაბ.24,24
- ჰყავდა ძიძა, დებორა დაბ.35,8
- ლაბანის და დაბ.28,5
- რახელის მამიდა დაბ.29,12
- ისააკის ცოლი დაბ.25,21
- ესავის და იაკობის დედა დაბ.25,24
- წარდგენილ იქნა გერარში როგორც ისააკის და დაბ.26,7
- გაუმწარეს სული ესავის ცოლებმა დაბ.26,34.35
- დაეხმარა იაკობს ესავის მოტყუებაში დაბ.27,1-29
- დააჩქარა იაკობის გაქცევა სახლიდან დაბ.27,42-46
- დაიმარხა მახფელაში დაბ.49,31
- ახსენებს მოციქული პავლე რომ.9,10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
23. ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას.

დაბადება 24
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.

დაბადება 25
21. და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
24. და როდესაც დადგა ჟამი როცა მას უნდა ეშვა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.

დაბადება 26
7. და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ მისი და იყო. რადგან ეშინოდა, რომ ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რადგან ფიქრობდა, აქაურ ხალხს შეუძლიათ მომკლანო რებეკას გულისთვის; რადგან რებეკა დიდად მშვენიერი იყო.
35. და გაუმწარეს მათ სული ისაკს და რებეკას.

დაბადება 27
6. ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: “მე მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას:
7. ‘მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.’
8. და ახლა, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი ხმა, როგორც გიბრძანებ:
9. წადი და მომიყვანე იქიდან ორი კარგი თიკანი, და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, როგორც მას უყვარს.
10. და მიართვი შენს მამას და ჭამოს, რათა გაკურთხოს შენ თავისი სიკვდილის წინ.”
42. და ეუწყა რებეკას სიტყვები ესავისა, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: “აჰა, ესავს, შენს ძმას სურს გული მოიოხოს შენი მოკვლით!
43. და ახლა, შვილო, მისმინე მე და გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში.
44. და დარჩი მასთან რამოდენიმე ხანს, ვიდრე დაცხრება შენი ძმის გულისწყრომა,
45. და რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან, რად დაგღუპოთ ორივენი ერთ დღეს?”

დაბადება 28
5. და გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელ ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.

დაბადება 29
12. და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. და გაიქცა რახელი და ამცნო თავის მამას.

დაბადება 35
8. და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი.

დაბადება 49
31. იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა.

რომაელთა 9
10. არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა

-----------------------
სურათზე: რებეკა - ვენეციური სკოლის უცნობი მხატვრის ნამუშევარი