დისციპლინა ეკლესიაში


საკვანძო მუხლები:

1კორინთელთა 5 : 3 ; 1კორინთელთა 11 : 34 ; 2კორინთელთა 2 : 6 ; 2კორინთელთა 10 : 8 ; გალატელთა 6 : 1 ; 2თესალონიკელთა 3 : 6 ; ტიტე 1 : 13 ; ებრაელთა 13 : 17 ;
=4.12.19 დისციპლინა ეკლესიაში

აუცილებელია:
- დამრღვევთა მხილებისთვის 1კორ.11,34
- შეკრებებზე წესრიგისთვის 2თეს.3,6-15
- ჯანსაღი რწმენის შენარჩუნებისთვის ტიტ.1,13
- მოუნანიებელთა განკვეთა 1კორ.5,3-5.13

როგორ განვახორციელოთ ცხოვრებაში:
- თავმდაბლობით გალ.6,1
- სიყვარულით 2კორ.2,6-8
- მორჩილებით ებრ.13,17
- ეკლესიის ასაშენებლად 2კორ.10,8

ბიბლიის მუხლები

1კორინთელთა 5
3. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა.
4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
5. ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს.
13. გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან.

1კორინთელთა 11
34. და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.

2კორინთელთა 2
6. ასეთისათვის საკმარისია ეს სასჯელი მრავალთაგან.
7. ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.
8. ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.

2კორინთელთა 10
8. და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები.

გალატელთა 6
1. ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.

2თესალონიკელთა 3
6. ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.
7. რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის.
8. მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომაგარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით.
9. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა.
10. ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: `ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს,~
11. რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს.
12. ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
13. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას.
14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.
15. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

ტიტე 1
13. ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა ისინი საღნი იყვნენ რწმენაში.

ებრაელთა 13
17. მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.

------------------------
სურათზე: პავლე მოციქული