ღმერთმა შექმნა მნათობები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 14 ; დაბადება 8 : 22 ; მეორე რჯული 4 : 19 ; იობი 9 : 9 ; იობი 25 : 3 ; იობი 38 : 12 ; ფსალმუნები 8 : 4 ; ფსალმუნები 73 : 16 ; ფსალმუნები 135 : 7 ; ფსალმუნები 148 : 3 ; დაბადება 1 : 15 ; დაბადება 1 : 16 ; დაბადება 1 : 17 ; დაბადება 1 : 18 ; იესო ნავეს ძე 10 : 12 ; იობი 31 : 26 ; ფსალმუნები 18 : 2 ; ფსალმუნები 103 : 19 ; ესაია 13 : 10 ; ესაია 24 : 23 ; ესაია 13 : 10 ; ესაია 24 : 23 ; ესაია 40 : 26 ; ესაია 45 : 7 ; იერემია 31 : 34 ; იერემია 33 : 20 ; ეზეკიელი 32 : 7 ; იოველი 2 : 10 ; იოველი 3 : 15 ; ამოსი 5 : 18 ; ამოსი 8 : 9 ; აბაკუმი 3 : 11 ; მათე 24 : 29 ; მარკოზი 13 : 24 ; ლუკა 21 : 25 ; ლუკა 23 : 45 ; საქმენი მოციქულთა 2 : 20 ; 1კორინთელთა 15 : 41 ; გამოცხადება 6 : 12 ; გამოცხადება 8 : 12 ; გამოცხადება 9 : 2 ; ზირაქი 16 : 1 ; 3ეზრა 6 : 1 ;
2.2.4. ღმერთმა შექმნა მნათობები

- ცის მყარზე დააფუძნა დაბ.1,[14.15].[17] ფს.8,4; 135,7-9; 148,3-6 ეს.40,26; 45,7 ამ.5,8; 3ეზრ.6,45

- დღისა და ღამის (ნათლის და ბნელის)  გასაყრელად დაბ.1,[14.18] ზირ.16,26-28

- დრო-ჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა ზაფხულ-ზამთარის და წელიწადებისა დაბ.1,[14] ფს.73,16.17; 103,19

- მიწის გასანათებლად დაბ.1,[15.17]

- დღის და ღამის გამგებლად დაბ.1,[16.18] ფს.135,8.9

- ვიდრე ქვეყანა იქნება არც დღე არც ღამე არ გაუქმდება დაბ.8,22 

- შეუქმნა უფალმა ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში რჯ.4,19 ფს.18,2 იერ.31,34; 3ეზრ.6,46

- უჩენს მათ თავის დროს და ადგილს იობ.38,12.31-33 ეს.40,26 იერ.31,34; 33,20.25

- მზის და მთვარის შეჩერება იესნ.10,12-14 აბაკ.3,11

- ცრურწმენებს ვერიდოთ მათი ხილვისას იობ.31,26-28

- მნათობთა სიდიადის სხვაობანი 1კორ.15,41

მთვარის და მზის დაბნელება იობ.25,5 ლუკ.23,45

- მნათობები ჩაქრებიან ეს.13,10; 24,23 ეზეკ.32,7.8 იოვ.2,10.31; 4,15 ამ.8,9 მათ.24,29 მარ.13,24 ლუკ.21,25.26,, საქ.2,20 გმცხ.6,12; 8,12; 9,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 8
22. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. 

მეორე რჯული 4
19. რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.

იესო ნავეს ძე 10
12. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!
13. დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.
14. არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.

იობი 9
9. მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,

იობი 25
3. თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
5. აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!

იობი 31
26. თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
27. იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!
28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.

იობი 38
12. თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
31. თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?
32. თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები?

ფსალმუნი 8
4. როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,

ფსალმუნი 18
2. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
3. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
4. არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
5. მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
6. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
7. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.

ფსალმუნი 73
16. შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17. შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.

ფსალმუნი 103
19. შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.

ფსალმუნი 135
7. შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
8. მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
9. მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნი 148
3. ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
4. ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
5. ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
6. და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.

ზირაქი 16
26. დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.
27. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას.
28. არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის სიტყვას.

ესაია 13
10. რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს.

ესაია 24
23. მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას. 

ესაია 40
26. ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.

ესაია 45
7. ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.

იერემია 31
34. ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.

იერემია 33
20. ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
25. ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,

ეზეკიელი 32
7. როცა მიგანავლებ, დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს, მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი სინათლით.
8. ყველა კაშკაშა მნათობს დავაბნელებ ცაში შენს ზემოთ და წყვდიადს მოვფენ შენს ქვეყანაზე! - ამბობს უფალი ღმერთი.

იოველი 2
10. მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი.
31. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.

იოველი 3
15. მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.

ამოსი 5
8. რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.

ამოსი 8
9. იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.

აბაკუმი 3
11. მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.

3ეზრა 6
45. მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა.
46. უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო.

მათე 24
29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.

მარკოზი 13
24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.

ლუკა 21
25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.
26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.

ლუკა 23
45. დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.

საქმენი მოციქულთა 2
20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.

1კორინთელთა 15
41. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.

გამოცხადება 6
12. და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.

გამოცხადება 8
12. მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.

გამოცხადება 9
2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.1,14-19 - აღწერილია პროცესები, რომლებიც დედამიწის სიახლოვეს არსებულ კოსმოსურ სივრცეში მიმდინარეობდა.
ბიბლია პრაქტიკულად არ ტოვებს ცრურწმენებისა და კერპთაყვანისმცემლობის ადგილს. ძველი ხალხების ცრურწმენების მიუხედავად, ღმერთის მიერ არის შექმნილი და ისინი ღვთაებებს არ წარმოადგენენ. ბიბლია ასევე გვამცნობს ამ მნათობების "ფუნქციური" დანიშნულების შესახებ.
"განმგებლად". დღე-ღამის ნათელი და ბნელი პერიოდების მონაცვლეობა ციური სხეულების მოძრაობას უკავშირდება. დღეებისა და ღამეების "მმართველებად" მნათობები მხოლოდ ამ თვალსაზრისით გვევლინებიან.
__ბიბლია განმარტებებით ტ.1__