ღმერთი მოვიდა ხორცში


საკვანძო მუხლები:

ესაია 7 : 14 ; ესაია 9 : 6 ; ლუკა 2 : 11 ; იოანე 1 : 2 ; იოანე 6 : 62 ; იოანე 13 : 3 ; იოანე 16 : 28 ; იოანე 17 : 5 ; საქმენი მოციქულთა 1 : 11 ; საქმენი მოციქულთა 2 : 36 ; 1იოანე 1 : 2 ; 1იოანე 3 : 5 ; 1იოანე 5 : 6 ; 2იოანე 1 : 7 ; რომაელთა 1 : 3 ; რომაელთა 8 : 3 ; რომაელთა 9 : 1კორინთელთა 15 : 47 ; გალატელთა 4 : 4 ; ფილიპელთა 2 : 6 ; 1ტიმოთე 3 : 16 ; ებრაელთა 5 : 7 ;
2.3.44. ღმერთი მოვიდა ხორცში 

ეს.7,14,, 9,6 ლუკ.2,11.12 ინ.1,1.2,, 6,62,, 13,3,, 16,28,, 17,5 საქ.1,11,, 2,36,, 1ინ.1,2,, 3,5,, 5,6.7; 2ინ.1,7 რომ.1,[3],, 8,3,, 9,5,, 1კორ.15,47 გალ.4,4 ფლპ.2,6-8,, 1ტიმ.3,[16] ებრ.5,7

ბიბლიის მუხლები

ესაია 7
14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. 

ესაია 9
6. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.=2.3.32.=2.3.33. =1.1.11.

ლუკა 2
11. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში.

იოანე 1
1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.

იოანე 6
62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო?

იოანე 13
3. იესო, რომელმაც იცოდა, რომ მამამ ყველაფერი ხელთ მისცა და ღმრთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის,

იოანე 16
28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.

იოანე 17
5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.

საქმენი მოციქულთა 1
11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.

საქმენი მოციქულთა 2
36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.

1იოანე 1
2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ). 

1იოანე 3
5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.

1იოანე 5
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება. 
7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.

2იოანე 1
7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.

რომაელთა 1
3. და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, 

რომაელთა 8
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.

რომაელთა 9
5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

1კორინთელთა 15
47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.

გალატელთა 4
4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. 

ფილიპელთა 2
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.

1ტიმოთე 3
16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის 
და ამაღლდა დიდებით. =2.3.44

ებრაელთა 5
7. რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.

__თემაზე წერდნენ__
*** 
ღმერთი ტკბილ არს და კაცთმოყვარე, არა უნდა წარწყმედაჲ ისრაელისაჲ და უნდა მოქცევაჲ მათი. მოავლინა ღმერთმან ძეჲ თვისი ქრისტე სოფლად და შევიდა მუცელსა წმიდისა ქალწულისასა და ხორცნი შეისხნა და განკაცნა წმიდისა მარიამისგან, და საშოჲსაგან წმიდისა გამოვიდა და ღმრთეებაჲ ხორცითა დაიფარა. უკეთუმცა ღმრთეებაჲ ხორცითა არა დაეფარა, კაციმცა ვერ მიეახლა ღმერთსა, რამეთუ მზეჲ ქმნული ღმრთისაჲ არს და თვალნი ვერვინ შეუდგნის და სიმრგვლეჲ მზისაჲ ვერვინ განიცადის. ღმრთეებასამცა კაცი ვერ მიეახლა. ამისთვის ხორცნი შეისხნა, რაჲთამცა ისრაელი მო-ვითარ-აქცია ღმრთისა ცხოველისა. 
__ უცნობი ავტორი - ევსტათი მცხეთელის წამება __

*** 
სრულყოფილი ღმერთი სრულყოფილ ადამიანად შეიქნა, რაშიც მისი უსაზღვრო ძლიერება გაცხადდა. რა უნდა უყოს ამაზე აღმატებული, რამეთუ ღმერთი განკაცდა! სიტყვა ღმრთისა ხორციელ-იქმნა დაურთღვევლად - სულიწმიდისაგან და ქალწულ მარიამისაგან, წმიდა, მარადის ქალწულისა და ღვთისმშობლისაგან... და მოგვევლინა შუამავლად ღმერთსა და ადამიანებს შორის, განკურნა ჩვენი ურჩება ადამიანური ბუნების მიღებით და მისაბაძ მაგალითად შეიქნა ჩვენთვის თავმდაბლობისა და მორჩილებისა, ურომლისოდაც შეუძლებელია ჩვენი ცხოვნება. 
__ წმ. იოანე დამასკელი __

*** 
ყოველი ადამიანი რაღაც ფარული სენით ევნებოდა და ევნება, დიდითა და ძნელათ ამოსაცნობით, იმდენად მძაფრითა და ავით, რომ მისი მსგავსი არასდროს ყოფილა და არც იქნება. ამიტომაც შეიქნა აუცილებელი თვით შემოქმედი ღმერთი მოსულიყო ქვეყნად - ხორციელქმნილიყო და განკაცებულიყო, რათა მისი სულის ეს გარდაქცეულება გამოესწორებინა და მთლიანად განეკურნა იგი ამ უმძიმესი სნეულებისაგან. 
__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

*** 
ევას სიტყვამ ის ხე გამოაჩინა, რომლის გამოც ადამი სამოთხიდან იქნა განგდებული; ხოლო წმიდა ქალწულ მარიამის სიტყვამ ჯვარი გამოაჩინა, რომლის გამოც ადამის წილ ავაზაკი იქნა შეყვანილი სამოთხეში, რადგან არ ირწმუნეს არც ებრაელებმა, არც წარმართებმა და არც მწვალებლებმა, რომ ღმერთმა უბიწოდ და უვნებლად შვა ქრისტე. იმიტომაც იშვა იგი ადამიანური ხორცისგან, რომ თავისი უვნებელი ბუნებით ვნებული ადამიანური ბუნება დაეცვა... ღმერთის სიტყვა ადამიანის ხატად გამოჩნდა, რათა ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანური ბუნება თავის მსახურებად მოექცია საცთურისგან დაეხსნა და განეღმრთო მადლის მიერ. 
__ წმ. ათანასე ალექსანდრიელი __